ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდოზე 87 მილიონი ევროთი უფრო ძვირია

AutoSharing Option
სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) ევროპაში მოთამაშე 120 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.

კვლევების მიხედვით, რომელმაც მხოლოდ ევროპის ხუთი წამყვანი ჩემპიონატი მოიცვა (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია და საფრანგეთი), ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი გახდა.

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) - 220 მილიონი ევრო
2. კრიშტიანო რონალდო (რეალი) - 133
3. ედენ აზარი (ჩელსი) - 99
4. დიეგო კოშტა (ჩელსი) - 84
5. პოლ პოგბა (იუვენტუსი) - 72
6. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 65
7. რახიმ სტერლინგი
(ლივერპული) - 63
8. სესკ ფაბრეგასი (ჩელსი) - 62
9. ალექსის სანჩესი (არსენალი) - 61
10. გარეთ ბეილი (რეალი) - 60

ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები რამდენიმე მაჩვენებლის საფუძველზე დადგინდა (ჩატარებული მატჩების რაოდენობა, ასაკი, გოლების რაოდენობა, კონტრაქტის ვადა, კლუბისა და ნაკრების შედეგები).

აღსანიშნავია, რომ ამავე ცენტრის მონაცემებით, 2014 წლის ივნისში მესის ტრანსფერის ფასი 216 მილიონი ევრო იყო, ხოლო რონალდოსი - 114 მილიონი ევრო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ რუსულ კონტაქტებიდან ამოწერეთ? 220 მესის კონტრაქტში წერია რომ თუ ვინმეს მოუნდება ყიდვა, მინიმუმ უნდა გადაიხადოს, მასე ბეილს მილიარდი უწერია და მილიარდი ღირს?
ტყეშელაანთ გიჟი
13:17 07-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული