სამარ-ასი პროცენტი!

AutoSharing Option

სქოთები ახალ წელს „ოლდ ფირმ დერბით“ ანუ „რეინჯერსისა“ და „სელტიკის“ თამაშით შეეგებნენ. ამჯერად „სელტიკმა“ გაიმარჯვა - 2:0. ორივე გოლი 25 წლის ბერძენმა გარემარბმა გეორგიოს სამარასმა გაიტანა და დაამტკიცა, რომ შოტლანდიის პრემიერლიგაში მთავარ კითხვაზე პასუხამდე ჯერ მეტისმეტად შორია.

ვითარება მართლაც რთულია - „სელტიკი“ ცხრილში 4 ქულით დაწინაურდა, თუმცა „რეინჯერსს“ ორი თამაშით ნაკლები აქვს. ცნობისათვის: ამ შეხვედრაში, „რეინჯერსის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა 19 წლის ჯეიმი ნესმა, რომელიც პირდაპირ „ოლდ ფირმში“ იმიტომ მოხვდა, რომ სტივენ ნეისმითმა ორთავა კუნთის ტრავმა დროულად ვერ მოირჩინა. დანაკარგი

ჰქონდა „სელტიკსაც“: კაპიტანი სკოტ ბრაუნი დისკვალიფიცირებული იყო, ახალშეძენილმა ფრედი ლიუნგბერგმა კი ჯერჯერობით გრიპით დაავადება მოასწრო, მეტი ვერაფერი.

თამაშის წინ, გუნდებმა და მათმა ფანებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ერთი მხრივ „რეინჯერსის“ იმ 66 ფანს, რომლებიც ზუსტად 40 წლის წინ „აიბროქსის“ ტრაგედიას ემსხვერპლნენ, მეორე მხრივ კი იმავ „რეინჯერსის“ (და „ლივერპულის“) ყოფილ მცველს, ებრაელ ვარსკვლავ ავი კოენს, რომელიც 29 დეკემბერს მოტოკატასტროფაში დაიღუპა.

მატჩის შემდეგ გამარჯვებულთა მწვრთნელმა ნილ ლენონმა თქვა: „დღეს ორ გუნდს შორის განსხვავება სამარასმა განაპირობა. როდესაც ის დღევანდელივით თამაშობს, მისი გაჩერება შეუძლებელია. სამარასი უბრალოდ ძლიერი ან ძალიან ძლიერი კი არა, მსოფლიო კლასის ფეხბურთელია“.

შოტლანდია. პრემიერლიგა. XVIII ტური

ჰართსი-ჰიბერნიანი 1:0
გოლი: 1:0 კაილი (86)

აბერდინი-დანდი 1:1
გოლები: 1:0 მექუაირი (36), 1:1 გუდვილი (90)

ჰემილტონი-მოზერუელი 0:0

რეინჯერსი-სელტიკი 0:2
გოლები: 0:1 სამარასი (62), 0:2 სამარასი (70-პენ)

სტ. ჯონსტონი-ინვერნესი 1:0
გოლი: 1:0 სემუელი (85)


1. სელტიკი 19 14 3 2 41:13 45        
2. რეინჯერსი 17 13 2 2 39:19 41        
3. ჰართსი 19 12 3 4 33:15 39        
4. კილმარნოკი 18 8 3 7 30:21 27        
5. ინვერნესი 20 7 6 7 30:26 27        
6. მოზერუელი 18 7 3 8 24:23 24        
7. დანდი 16 5 6 5 18:23 21        
8. სტ. ჯონსტონი 18 6 3 9 13:25 21        
9. აბერდინი 19 5 2 12 19:38 17        
10. ჰიბერნიანი 19 4 4 11 21:32 16        
11. სტ. მირენი 18 4 4 10 17:31 16        
12. ჰემილტონი 17 2 5 10 11:30 11


ბომბარდირები: 21 – მილერი (რეინჯერსი); 12 - სემონი (კილმარნოკი); 11 – რუნი (ინვერნესი); 10 - გუდვილი (დანდი), ბლექმენი (მოზერუელი); 9 –ჰუპერი (სელტიკი); 8 - რიორდანი (ჰიბერნიანი); 7 – კაილი (ჰართსი), სკაცელი (ჰართსი), ტემპლტონი (ჰართსი); 6 –ჰიგდონი (სენტ მირენი), ვერნონი (აბერდინი); 5 - ნეისმითი (რეინჯერსი), სტოკსი (სელტიკი), ჰეიესი (ინვერნესი), ჰემილი (კოლმარნოკი), მაკკოურტი (სელტიკი).

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული