ჩისკო და სხვები საბრალდებო სკამზე - ესპანეთში ისტორიული პროცესი იწყება

AutoSharing Option
ფოტოზე: რაფა ხორდა და ჩისკო მუნიოსი თბილისის "დინამოში"

ესპანეთში ოფიციალურად მიეცა სტარტი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სკანდალურ საქმეს, რომელიც ეხება 2010/11 წლების სეზონში ორ კლუბს შორის განხორციელებულ გარიგებას.

არსებობს ეჭვი, რომ 2011 წელს "ლევანტე" და "სარაგოსა" შეთანხმდნენ და გასავარდნად "დეპორტივო" გასწირეს.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ბრალდებულთა შორის არის თბილისის "დინამოს" ყოფილი ლიდერი ჩისკო მუნიოსი. ასევე, სიაშია "დინამოს" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი რაფა ხორდაც.

ესპანეთის ანტიკორუფციული პროკურატურა 42 პირს ადანაშაულებს, საქმეს კი ქალაქ ვალენსიას მე-8 სასამართლო განიხილავს. გარკვეული ტექნიკური პრობლემების
გამო პროცესი თებერვლიდან დაიწყება.

42 ბრალდებულიდან 41 პირია (ფეხბურთელები და მწვრთნელები), ერთი კი ორგანიზაცია - კლუბი "სარაგოსა", რომელიც ამჟამად სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს.

"მარკას" ცნობით, ეს იქნება ისტორიული პროცესი ესპანეთის მასშტაბით, თუმცა პროცესი შეიძლება, სხვა ქვეყნებსაც შეეხოს, რადგან ფეხბურთელთა და მწვრთნელთა ნაწილი ან უცხოელია, ან უცხოეთში მოღვაწეობს.

ბრალდებულები არიან:

1. "რეალ სარაგოსა"
2. აგაპიტო იგლესიასი ("სარაგოსას" პრეზიდენტი)
3. ხავიერ პორკერა ("სარაგოსას" სტაფი)
4. პაკო ჩეკა ("სარაგოსას" სტაფი)
5. ანტონიო პრიეტო ("სარაგოსას" დირექტორი)
6. ხავიერ აგირე (მწვრთნელი) - ამჟამად იაპონიის ნაკრების მწვრთნელია.
7. მაურისიო ლანსარო ("სარაგოსას" ფეხბურთელი)
8. ტონი დობლასი
9. ხორხე ლოპესი
10. ანდერ ერერა - ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია.
11. პაულო და სილვა
12. ბრალიო ნორიეგა
13. ლეო პონსიო
14. გაბი - ამჟამად "ატლეტიკოს" კაპიტანია.
15. კარლოს დიოგო
16. ივან ობრადოვიჩი
17. იკეჩუკუ უჩე
18. ადამ პინტერი
19. ხავიერ პარედესი
20. ლეო ფრანკო
21. ირჟი იაროშიკი
22. ნიკო ბერტოლო
23. საიდ ბუტაჰარი
24. ანხელ ლაფიტა
25. მიგელ პალიარდო ("ლევანტეს" ფეხბურთელი)
26. გუსტავო მუნუა
27. ექტორ როდასი
28. რაფა ხორდა (ეს ფეხბურთელიც თამაშობდა თბილისის "დინამოში")
29. რუბენ სუარესი
30. ხავი ტორესი
31. კრისტიან სტუანი
32. ველინგტონ და სილვა
33. ჯეფერსონ მონტერო
34. მიგელ რუბესტე
35. ხავი ვენტა
36. მანუელ რეინა
37. ფელიპე კაისედო
38. ვისენტე იბორა
39. ჩისკო მუნიოსი
40. ხუანფრან გარსია
41. სერხიო ბალესტეროსი
42. დავიდ სერახერია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული