პირველ შეხვედრაში სამხრეთ კორეის ნაკრებმა უზბეკეთის ნაკრებს მხოლოდ დამატებით დროში აჯობა. მელბურნში გოლები პირველ 90 წუთში არ გასულა, თუმცა დამატებით დროში "ლევერკუზენის" შემტევმა სონ ჰიუნ მინმა 104-ე და 120-ე წუთებზე დუბლი შეასრულა.
მეორე თამაში ბრისბენში გაიმართა, სადაც მასპინძელმა ავსტრალიელებმა 2:0 მოუგეს ჩინელებს. ავსტრალიელები გამარჯვებას ტიმ კეჰილს უნდა უმადლოდნენ, ვეტერანმა ფორვარდმა ფანტასტიკურად ითამაშა და დუბლი შეასრულა, მან 49-ე და 65-ე წუთებზე გაიტანა ჩინელთა კარში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"