38 წლის ტიმ კეჰილი ინგლისში დაბრუნდა

AutoSharing Option
ვეტერანი ავსტრალიელი მცველი ტიმ კეჰილი ინგლისში დაბრუნდა. მწვანე კონტინენტის წარმომადგენელი ამიერიდან "მილუოლის" ფორმას მოირგებს, რომლის მაისურითაც 1998-2004 წლებშიც ასპარეზობდა.

"უბედნიერი ადამიანი ვარ. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რას ნიშნავს ჩემთვის "მილუოლში" დაბრუნება. ამ კლუბთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს. პირველ რიგში კი, მადლობას გუნდის მწვრთნელ ნილ ჰარისს ვუხდი, რომელმაც ჩემი დაბრუნება გადაწყვიტა", - აღნიშნა კეჰილმა.

"მილუოლის" შემდეგ ავსტრალიელმა თავი შესანიშნავად "ევერტონში" წარმოაჩინა, სადაც 8 წლის განმავლობაში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო.

ბოლოს იგი სამშობლოში ირჯებოდა, სადაც "მელბურნ სიტის" მაისურს ირგებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული