აფრიკის ერთა თასი. 1/4-ფინალი: საფეხბურთო სამართალი აფრიკაშიც მოიკოჭლებს

AutoSharing Option
ეკვატორულ გვინეაში აფრიკის ერთა თასზე ნახევარფინალისტთა ვინაობა გახდა ცნობილი.

"ესტადიო დე ბატაზე" ორმა კონგომ ნამდვილი თრილერი გამართა - 55-ე წუთამდე გოლი არ იყო გასული, დარჩენილ ნახევარ საათზე ოდნავ მეტ დროში კი ერთბაშად 6 გოლი გავიდა.

მართალია, ფერებორი დორეს და ტიევი ბიფუმას გოლების წყალობით კონგო 2:0-ს იგებდა, მაგრამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (მე-20 საუკუნის ბოლოს ზაირის სახელით რომ ვიცნობდით) გუნდი გამოფხიზლდა და მეტოქეს დარჩენილ 25 წუთში 4 გოლი გაუტანა.

გამარჯვებულ "დემოკრატთა" გმირი დიეუმერსი "ბრზი" მბოკანი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. კიევის "დინამოს" ცენტრფორვარდმა
გამარჯვებულთა პირველი და ბოლო გოლები გაიტანა.

ტუნისისა და მასპინძელი ეკვატორული გვინეის გუნდების შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა, როგორც საფეხბურთო, ისე არასაფეხბურთო თვალსაზრისით. მატჩის ბოლო წუთზე ტუნისელთა კარში ძალზე საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომლის წყალობითაც მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი დამატებით დროში იმარჯვეს.

როდესაც 120 წუთი მიილია, არავის ვუსურვებდით მავრიტანიელი რეფერის, რაჯინდრაპარსად სეეჩურნის ადგილას ყოფნას - წაგებული ტუნისელები მას დაესივნენ და კარგს არაფერს დამართავდნენ, რომ არა მატჩის მომსახურე სტიუარდები. ეკვატორულ გვინეას კი ხავიერ ბალბოამ გაამარჯვებინა, რომლის ანგარიშზეც დუბლია.

აფრიკის ერთა თასი. 1/4-ფინალი
31 იანვარი
კონგო-დ.რ. კონგო 2:4
გოლები: 1:0 დორე (55), 2:0 ბიფუმა (62), 2:1 მბოკანი (65), 2:2 ბოკილა (75), 2:3 კიმვაკი (81), 2:4 მბოკანი (91)

ტუნისი-ეკვ. გვინეა 1:1 (დ.დ. 1:2)
გოლები: 1:0 აკაიჩი (70), 1:1 ბალბოა (92-პენ), 1:2 ბალბოა (102)

1-ლი თებერვალი
განა-გვინეა 3:0
გოლები: 1:0 ატსუ (4), 2:0 აპია (44), 3:0 ატსუ (61)
გაძევება: იატარა (96. გვინეა)

კოტ დ'ივუარი-ალჟირი 3:1
გოლები: 1:0 ბონი (26), 1:1 სუდანი (51), 2:1 ბონი (68), 3:1 ჟერვინიო (93)

1/2-ფინალი
დ.რ. კონგო-კოტ დ'ივუარი
ეკვ. გვინეა-განა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული