მეტრო და ფეხბურთი: ფენომენალური სელფი

AutoSharing Option
პარიზში "ჩელსის" არა მარტო ავტობუსთან დაკავშირებით შეემთხვა უსიამოვნება, არამედ ლონდონელთა ფანების ნაწილმაც შეირცხვინა თავი.

აგრესიულმა გულშემატკივრებმა პარიზის ერთ-ერთ მეტროსადგურში ფერადკანიანი ადამიანი ვაგონში არ შეუშვეს და მას რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენეს, რისი ამსახველი ვიდეოებიც ინტერნეტში გავრცელდა და მასმედიამაც აიტაცა. ამ თემას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და მათ შორის, "ქუინზ პარკის" ახალი მწვრთნელი კრის რემზი, რომელიც ფერადკანიანია.

"მე არ მჯერა, რომ ასეთი ადამიანები ფეხბურთის ფანები არიან. ძალიან მაინტერესებს, რა ზომებს მიიღებენ ჩინოვნიკები. ს
ამწუხაროდ, სათანადო რეაგირება ყოველთვის არ არის ხოლმე და ფეხბურთში ჩართულ პირებს ამ გამოხდომებთან შეჯახება უწევთ, რაც ძალიან ცუდია. ეს კრიმინალია" - თქვა 52 წლის რემზიმ.

მეტროს თემა კი, ამ უსიამოვნო ინციდენტისა და ვაიფანებზე საუბრის შემდეგ, ძალიან სასიამოვნო და პოზიტიური ამბით დავასრულოთ. კონტრასტსაც თავად დაინახავთ და შეაფასებთ - ცოტა ხნის წინ ნიუ იორკის მეტროს რამდენიმე მგზავრმა აღმოაჩინა, რომ თურმე, მათთან ერთად თავისთვის, მშვიდად რონალდო მგზავრობს...

მათ ლეგენდარულ ბრაზილიელთან ერთად ფოტოები გადაიღეს და "ფენომენმა" სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ეს ფენომენალური სელფი დადო, რომელზეც ღიმილიანი სახეებია აღბეჭდილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ელ ფენომენოოოოო
0

სიახლეები პოპულარული