რონალდო კარიერას აშშ-ის მეორე დივიზიონის კლუბში განაახლებს

AutoSharing Option
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რონალდო "ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერში" ითამაშებს.

რონალდომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ იმ გუნდში ითამაშებს, რომლის მფლობელი თავად არის.

"მე უკვე ვთქვი, რომ ვითამაშებ, მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდება - აშშ-ის მეორე დივიზიონის პლეი ოფში", - თქვა რონალდომ Mundo Deportivo-სთან საუბარში.

აქვე გეტყვით, რომ ამას წინათ "ნიუ-იორკ კოსმოსის" გუნდში ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელის, რაულის დებიუტი შედგა.

შეგახსენებთ, რომ რონალდო "კრუზეიროში", პსვ-ში, "ბარსელონაში", მილანის "ინტერში" მადრიდის "რეალში", "მილანსა" და "კორინთიანსში" თამაშობდა. 2011 წელს ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სწორედ ამ უკანასკნელ კლუბში დაასრულა კარიერა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
intershic))
Inter
14:47 23-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული