როს ბარკლი ზაფხულში დაისვენებს და ინგლისის ნაკრებს ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
ტრავმის შემდეგ დაბრუნებული როს ბარკლი ძალიან უფერულად გამოიყურება. ექიმებმა ფეხბურეთელს ურჩიეს, დაისვენე, თორემ გადაღლილი ხარო. შესაბამისად, გადაწყდა, რომ "ევერტონის" 21 წლის ნახევარმცველი სეზონის დასრულების მერე სრულად იუქმებს და ზაფხულში არც 21-წლამდელთა ნაკრებს დაეხმარება და არც ინგლისის ძირითად ნაკრებს.

სხვათა შორის, "ტოტენჰემის" ფეხბურთელებიც ურჩევენ ჰარი კეინს, არ წავიდეს ზაფხულში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, რადგან არ გადაიწვას და არ გადაიღალოს. იან ვერტონგენმა აღნიშნა, რომ კეინმა აუცილებლად უნდა დაისვენოს და საუკეთესოდ მოემზადოს მომავალი სეზონისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული