სელტიკი ხუარესით დაინტერესდა

AutoSharing Option
გლაზგოს "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის, ნილ ლენონის განცხადებით, მისი კლუბი აქტიური მოლაპარაკებას აწარმოებს მექსიკელ ეფრაინ ხუარესთან და მეტიც, მასთან კონტრაქტის გაფორმების დიდი შანსი აქვს.

"ვიმედოვნებ, იგი რამდენიმე დღეში უკვე სელტიკელი იქნება და ტორონტოში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგაც ითამაშებს. ხუარესში დიდ თანხას არ ვიხდით, მაგრამ ამავდროულად, იგი ჩვენს სტილს აბსოლუტურად შეესაბამება", - ამბობს ლენონი.

ამპლუით ნახევარმცველი ხუარესი 22 წლისაა და ბოლოს უნამ-ში თამაშობდა, სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე კი ორი მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული