მადრიდის "რეალმა" დავიდ ალაბას დაუმიზნა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მცველი დავიდ ალაბა მადრიდის "რეალის" ინტერესთა სფეროში მოექცა.

ავსტრიის ნაკრების 22 წლის ფეხბურთელის გადაბირებას "სამეფო კლუბი" მას შემდეგ აპირებს, რაც ოფიციალურად გაფორმდება "პორტუს" მცველის, დანილოს ტრანსფერი, - წერს ესპანური გამოცემა AS.

ალაბას კონტრაქტის ვადა "ბაიერნში" 2018 წლის ზაფხულში იწურება.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს "რეალმა" მიუნხენური გრანდიდან ნახევარმცველი ტონი კროოსი შეიძინა.

წელს, გერმანიის ჩემპიონატის 18 მატჩში ალაბას ანგარიშზე ორი გოლი და ერთი შედეგიანი პასი მოდის.

* * *
ამასობაში, თითქმის გადაწყვეტილია, რომ "რეალის" ნახევარმცველი ს
ამი ხედირა "შალკეში" გააგრძელებს კარიერას.

ამ სეზონის დასრულების შემდეგ 27 წლის გერმანელს კონტრაქტი ეწურება მადრიდულ კლუბთან და შესაბამისად, გელზენკირხენში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება. ამასთან, მხარეებმა გადაწყვიტეს, მიმდინარე სეზონის ბოლომდე ოფიციალურად არ დაადასტურონ გარიგება.

წყარო ამტკიცებს, რომ ფეხბურთელმა უარყო ინგლისის პრემიერლიგაში კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი, რადგან ხუთწლიანი განშორების შემდეგ გერმანიაში დაბრუნება სურდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული