ოფიციალურად: გარეთ ბეილი ყველაზე სწრაფია მსოფლიოში

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და უელსის ნაკრების შემტევი გარეთ ბეილი ოფიციალურად აღიარეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად (როცა ის ბურთით გარბის). კვლევა მექსიკური კლუბის, "პაჩუკას" წარმომადგენლობამ რამდენიმე თვის წინათ ჩაატარა, თუმცა ეს კვლევა უკვე ოფიციალურად ფიფამ აღიარა.

რატომ "პაჩუკა"? საქმე ისაა, რომ ამ გუნდში თამაშობს იურგენ დამი, ფეხბურთელი, რომელიც "პაჩუკას" ხელმძღვანელობას ყველაზე სწრაფი ეგონა და თურმე, სიმართლესთან ახლოსაც ყოფილა.

"პაჩუკას" ნახევარმცველი ბურთით 35,23 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და ამ მაჩვენებლით ყველას სჯობს... გარდა 25 წლის კარდიფელისა. ბეილი ბურთით კიდევ უფრო შთამბეჭდავი სიჩქარით გარბის -
36,9 კმ/სთ. მესამე ადგილზეა "მანჩესტერ იუნაიტედის" ეკვადორელი ლეგიონერი ანტონიო ვალენსია - 35,1 კმ/სთ.

აქვე გაგაცნობთ ათეულის სხვა წევრებს: 4. აარონ ლენონი (ევერტონი) - 33,8 კმ/სთ; 5. კრიშტიანო რონალდო (რეალი) - 33,6; 6. თეო უოლკოტი (არსენალი) - 32,7; 7. ლიონელ მესი (ბარსელონა) - 32,5; 8. უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 31,2; 9. ფრანკ რიბერი (ბაიერნი) - 30,7ლ 10. სერხიო რამოსი (რეალი) - 30,6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
და რა მერე? მთავარი ამ სისწრაფის დროული ჩართვა-გამორთვაა, და ვინც ამას ყველაზე წარმატებულად ახორციელებს ისაა მთავარი ძალაც! და ესენი ვინც არიან ისედაც ცნობილია, რათ უნდა "გაზომვები"?
თვალები გაახილეთ, ნეიტრალური დაიჭირეთ და ეგ არის!
realoba
01 აპრილი 2015 15:11
0
რობენმა ფერარივით ჩაუქროლა რამოს და რამოსი არის და რობენი არა :D :D :D
del piero 10
31 მარტი 2015 15:28
0
ოფიციალურად არა ისეა რობენია ყველაზე სწრაფი
vazha
31 მარტი 2015 13:23
0
რობენი?
ზაზა
31 მარტი 2015 12:48
0
სერხიო რამოსს არ იყო რობენმა რომ ჩაუქროლა ქორივით? :)) საინტერესოა, რატომ არ მოხვდა სიაში.
Mateus
31 მარტი 2015 12:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული