"პორნო-ოსკარის" მფლობელმა რუს ფეხბურთელს 16-საათიანი სექს-მარათონი შესთავაზა

AutoSharing Option
საინტერესო შეთავაზება მიიღო რუსეთის ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელმა ალექსანდრ კოკორინმა. 24 წლის თავდამსხმელს "პორნო-ოსკარის" მფლობელმა ალინა ერემენკომ სახალხოდ მიმართა და 16-საათიანი სექს-მარათონს დაჰპირდა იმ შემთხვევაში, თუკი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში კიდევ ხუთ გოლს გაიტანს.

ცნობისთვის, ეს ის ალექსანდრ კოკორინია, რომელთანაც "ალანიაში" თამაშის დროს გიორგი ჭანტურიამ მოედანზე ეჩხუბა.

"პირობას ვდებ, მასთან 16-საათიან სექს-მარათონს გავატარებ, რათა მან გოლები 16 საათის განმავლობაში ზედიზედ იტანოს", - უთხრა ალინამ ტელეარხ Eurosport-ს.

ფორვარდს ამოცანის შესრულებისთვის
წინ 11 მატჩი აქვს. ბოლოს კოკორინმა რუსეთის ჩემპიონატში გასული წლის 23 ნოემბერს გაიტანა, სულ კი მის აქტივში 7 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
1 ბურთი და 1 საათიანი მარათონი არ გამოვა?
ზ.კალორია
10:42 23-06-2020
0
5 გოლი და ეგრევე კარიერის დასასრული გარანტირებულია, აბა 16 საათს ამასთან გადაბმული სექსის მერე ამის ფეხბურთი დამთავრებულია.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული