"ლივერპული" "აიაქსიდან" ლუის სუარესის გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავს. ამსტერდამელებს ფული უჭირთ და მიუხედავად იმისა, რომ ურუგვაელის სანაცვლოდ რიხიანად 28 მილიონ ფუნტს ითხოვენ, 15 მილიონზეც თანახმა იქნებიან.
აღსანიშნავია, რომ ურუგვაელის შეძენა "ტოტენჰემსაც" უნდოდა, მაგრამ გაირკვა, რომ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელთა შორის ბევრს იგი არ მიაჩნია მათ სტილთან მორგებულ მოთამაშედ და ფიქრობენ, რომ მისი ყიდვა საჩქარო არ არის, ხოლო თუ მანამდე სხვა წაიყვანს, არც მაგით დაიქცევა ქვეყანა.
"ლივერპულს" საკითხისადმი სხვა დამოკიდებულება აქვს: მერსისაიდელები ღელავენ, რადგან ერთი მხრივ 23 წლის სუარესის დაკარგვა არ უნდათ, მეორე
მხრივ კი სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე აჩქარებაც არ სურთ. მათ, სასურველ ფეხბურთელთა სიაში 17 წლის საუთჰემპტონელი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენიც უწერიათ, თუმცა, ამ 5 მილიონ ფუნტად შეფასებულ ვარსკვლავბიჭუნას "მანჩესტერ იუნაიტედიც" უმიზნებს.
.