„ისტერ როუდ სთედიუმზე“ მოწინააღმდეგის რანგში დაბრუნებულმა ენტონი სტოკსმა „ჰიბერნიანს“ ორი გოლი გაუტანა, რასაც მისმა თანაგუნდელმა გარი ჰუპერმა ერთიც დაამატა და სქოთთა პრემიერლიგის ლიდერმა „სელტიკმა“ უპრობლემოდ მიითვალა 3 ქულა. სტოკსი, რომელიც „სელტიკში“ შარშან, აგვისტოში გადავიდა, „ჰიბსისთვის“ დიდი დანაკლისია. ის, რომ „ჰიბერნიანი“ გასულ სეზონში მე-4 ადგილზე გავიდა დიდწილად მისი დამსახურება გახლდათ.
„საბოლოოდ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, მაგრამ უფრო მეტი სიზუსტე რომ გამოგვეჩინა, მეტს გავიტანდით“, - თქვა გლაზგოელთა მწვრთნელმა ნილ ლენონმა.
უპრობლემოდ გაიმარჯვა „რეინჯერსმაც“, რომელსაც „სელტიკზე“ სამი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „რეინჯერსისა“ და „ჰემილტონის“
„აბერდინმა“ ახალი მწვრთნელის კრეიგ ბრაუნის ხელმძღვანელობით ბოლო 5 თამაშიდან მეოთხე მოიგო. ამჯერად მან „სენტ მირენი“ დაამარცხა.
ჰიბერნიანი-სელტიკი 0:3
გოლები: 0:1 ჰუპერი (44), 0:2 სტოკსი (50), 0:3 სტოკსი (65)
აბერდინი-სტ. მირენი 2:0
გოლები: 1:0 ვერნონი (50), 2:0 ვერნონი (67)
კილმარნოკი-სტ. ჯონსტონი 1:1
გოლები: 1:0 სემონი (16), 1:1 ტეილორი (86)
მოზერუელი-ინვერნესი 0:0
რეინჯერსი-ჰემილტონი 4:0
გოლები: 1:0 ვეისი (25), 2:0 უიტეკერი (28-პენ), 3:0 ვეისი (45), 4:0 ედუ (82)
დანდი-ჰართსი გადაიდო
თ მ ფ წ ბ ქ
1. სელტიკი 21 15 4 2 45:14 49
2. რეინჯერსი 18 14 2 2 43:19 44
3. ჰართსი 19 12 3 4 33:15 39
4. კილმარნოკი 20 9 4 7 33:22 31
5. ინვერნესი 21 7 7 7 30:26 28
6. მოზერუელი 20 7 4 9 24:25 25
7. დანდი 17 6 6 5 20:23 24
8. სტ. ჯონსტონი 19 6 4 9 14:26 22
9. აბერდინი 20 6 2 12 21:38 20
10. ჰიბერნიანი 20 4 4 12 21:35 16
11. სტ. მირენი 20 4 4 12 17:35 16
12. ჰემილტონი 19 2 6 11 12:35 12
ბომბარდირები: 21 – მილერი (რეინჯერსი); 13 - სემონი (კილმარნოკი); 11 – გუდვილი (დანდი), რუნი (ინვერნესი); 10 - ბლექმენი (მოზერუელი), ჰუპერი (სელტიკი); 9 – ვერნონი (აბერდინი); 8 - რიორდანი (ჰიბერნიანი), სტოკსი (სელტიკი); 7 – კაილი (ჰართსი), სკაცელი (ჰართსი), ტემპლტონი (ჰართსი); 6 –ჰიგდონი (სენტ მირენი), 5 - ნეისმითი (რეინჯერსი), ჰეიესი (ინვერნესი), ჰემილი (კოლმარნოკი), მაკკოურტი (სელტიკი).
.