ფიფა. სკანდალის კვალდაკვალ: ბოიკოტის შანსი იმატებს

AutoSharing Option
ფიფას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საბუკმეკერო კანტორებში დაიკლო კოეფიციენტმა ევროპული ნაკრებების მხრიდან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოიკოტზე, კერძოდ, კოეფიციენტი 6.0-დან 4.5-მდე ჩამოვიდა.

"უეფას პოზიციამ მხოლოდ გაამყარა იმ აზრის პოპულარობა, რომ ღირს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადება. ფსონების გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, კოეფიციენტებმა რამდენიმე საათში დაიკლო", - განაცხადა საბუკმეკერო კანტორა Ladbrokes-ის წარმომადგენლებმა ალექს დონაჰიუმ.

ასევე, დაფიქსირებულია დიდი რაოდენობით ფსონები იმაზე, რომ იოზეფ ბლატერი ბოლომდე ვერ დაასრულებს საპრეზიდენტო ციკლს და ვადაზე ადრე გადადგება თანამდებობიდან.

* * *
ამასობაში, გერმანელი პოლიტიკოსები გამოდიან მოწოდებით -
შეიქმნას ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ალტერნატივა. ეს იდეა იოზეფ ბლატერის მეხუთე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დაიბადა. ამის შესახებ იტყობინება Deutsche Welle.

ევროპული პარლამენტის ვიცე-თავმჯდომარის, ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფის აზრით, წამყვანი ეროვნული ფედერაციები უნდა გაერთიანდნენ და შექმნან "მსოფლიოს საფეხბურთო ასოციაცია (World Football Association - WFA).

"თუ ხუთი წამყვანი ევროპული ქვეყანა - გერმანია, ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია გამოთქვამენ მზადყოფნას - გახდნენ WFA-ს ბირთვი, ამ შემთხვევაში მათ მოკლე ვადებში შეუერთდებიან ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და ავსტრალია.

ხოლო ახალ ასოციაციაში არგენტინისა და ბრაზილიის გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ ბლატერის ფიფას სპორტული და ეკონომიკური აღსასრული დაუდგება", - განაცხადა "მწვანეების" პარტიის თანათავმჯდომარემ, სიმონე პეტერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
გადადგა უკვე ბლატერი.
sabonis
21:18 02-06-2015
0

სიახლეები პოპულარული