როგორ მოიპოვა იოზეფ ბლატერმა 2011 წელს მონღოლეთის ხმა

AutoSharing Option
ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Mail-მა გაარკვია, რომ ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი მეტად ორიგინალური ხერხით იბრძოდა 2011 წლის არჩევნებზე აზიური ფედერაციებისგან ხმების მოსაპოვებლად.

მორიგი არჩევნებისთვის მზადებისას, ზეპ ბლატერი მონღოლეთს დაჰპირდა, რომ ეს ქვეყანა მსოფლიოს 2050 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას მიიღებდა. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ კონკრეტულად ამ მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის არჩევის დროს ბლატერი 105 წლის იქნებოდა.

ამგვარი განცხადება ბლატერმა მონღოლეთის ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტთან, ცახია ელბეგდორტთან შეხვედრაზე გააკეთა, რის შემდეგაც მხარეებმა გაააფორმეს სიმბოლური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა წინასწარ შეთანხმებას ქვეყანაში არა მხოლოდ
მსოფლიოს 2050 წლის ჩემპიონატის, არამედ 2035 წლის აზიის თასის ჩატარებას.

ამგვარი გიჟური ნაბიჯის გადადგმა შვეიცარიელ ჩინოვნიკს აიძულა მონღოლეთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ - ფიფას პრეზიდენტის არჩევნებზე საკუთარი ხმა მიეცა არა ბლატერისთვის, არამედ მისი მთავარი კონკურენტისთვის, მოჰამედ ბინ ჰამამისთვის. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბინ ჰამამმა ბანალურად მოისყიდა მაღალიჩინოსანი მონღოლი საფეხბურთო ფუნქციონერები.

როგორც წყარო იუწყება, მსოფლიოს 2050 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის მისაღებად, მონღოლურ მხარეს ორჯერ უნდა შეეტანა განაცხადი ფიფაში - 2042 და 2046 წლების ტურნირებზე. შესაბამის არჩევნებში დამარცხების შემდეგ ბლატერის მემკვიდრეებს "შეეცოდებოდათ" ეს ქვეყანა და მას 2050 წლის მუნდიალს მისცემდნენ. ასეთი იყო ბლატერის ჩანაფიქრი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული