მისმა ქალიშვილმა კორინმა ამაღელვებელი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, მამამისი ანგელოზი არ არის, ისევე, როგორც არავინ სხვა, მაგრამ ზეპი გარემოებების მსხვერპლია და სცენის მიღმა მყოფი ადამიანების საქციელების გამო ისჯება, ფულის ამღები ადამიანი არ არის, ეს გამორიცხეთ და დაივიწყეთო.
"უშეცდომო
არიან კონკრეტული პირები და ეს ადამიანები, რომლებიც კულისებში მუშაობენ, ძალიან მონდომებულნი გახლავთ, უკვე რამდენი ხანია, ცდილობენ. არ ვიცი, გინდათ თუ არა, რომ მათ შავი ძალები უწოდოთ, მაგრამ ფაქტია, გარკვეული შეთქმულება არსებობს. უეფას საქციელიც უცნაურია, რომელიც უძლიერესი კონფედერაციაა, მაგრამ არჩევნებში თავისი წარმომადგენელი არ ჰყავდა" - თქვა კორინ ბლატერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"