უკრაინელი ფანები კვლავ მოედანზე შეცვივდნენ და კარები გატეხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის თასის ფინალური მატჩის შემდეგ, რომელიც კიევის "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა, მოედანზე გულშემატკივრები შეცვივდნენ და კარები გატეხეს.

კიევის "დინამოსა" და დონეცკის "შახტარს" შორის ფინალური შეხვედრა "ოლიმპიურზე" გაიმართა და არასასიამოვნო ინციდენტით დასრულდა.

მატჩის ძირითადი დრო უგოლო ფრედ დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში "დინამომ" ანგარიშით 5:4 იმარჯვა.

როცა პენალტების სერიაში ანგარიში 3:3 იყო, მოედანზე რამდენიმე ფანი შევარდა, მაგრამ მათი უკან სტადიონზე დაბრუნება მოხერხდა, თუმცა ეს ინციდენტის მხოლოდ დასაწყისი იყო.

გუნდების მიერ თითო-თითო გატანილი ბურთის შემდეგ ალექსანდ შოვკოვსკიმ გადამწყვეტი პენალტი მოიგერია და "დინამოს" თასის ფინალში
გამარჯვება მოუტანა.

ამ მომენტის შემდეგ მოედანზე რამდენიმე ათასი გულშემატკივარი შევარდა. თავიდან ისინი, უბრალოდ, ზეიმობდნენ და ფეხბურთელებს ულოცავდნენ, შემდეგ კი საფეხბურთო კარები გატეხეს.

გულშემატკივრებს მოედნიდან გასვლას ჯერ ფეხბურთელები სთხოვდნენ, შემდეგ კი ფანებთან უეფას ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი სურკისი ჩავიდა.

საბოლოო ჯამში, ფანებმა მოედანი 15 წუთის შემდეგ დატოვეს. მათი დაწყნარება მხოლოდ უკრაინის ჰიმნის აჟღერების დროს მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა "ოლიმპიურზე" ევროპის ლიგის ნახევარფინალურ მატჩში მოხდა, როცა ერთმანეთს "დნიპრო" და "ნაპოლი" ეთამაშებოდნენ.

ასევე იხილეთ:
რა ხდებოდა სტადიონზე კანკავას გუნდის გამარჯვების შემდეგ [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენთან მთელი ტურის მატჩებზე არ გროვდება იმდენი ხალხი,რაც აქ მოედანზე გადავიდა
zviadi
12:23 05-06-2015
0
gio-ს. რა უაზრო კომენტარს აკეთებ. რა შუაშია აქ რუსეთის ხსენება. თუმცა სადღაც შიძლება მაგ უგვანოების დადანასაულებაც, რადგან, ჩვენი არ იყოს, უკრაინელებსაც მაგრად დააწყვიტეს ნევრები მაგ ფაშისტებმა და დამყრობლებმა. ყველა დამყრობელი სახელმწიფოს ბოლო კი, დაშლა-დაქუცმაცებაა.
meko
11:14 05-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული