კიდევ, ეს ორი ერთად თქვენი მონა-მორჩილის Fantasy-გუნდში თუ მახსენდება. სხვა შემთხვევაში მათ ერთად მხოლოდ "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე თუ ვხედავთ. არადა, რა საინტერესო იქნებოდა მესი და რონალდო ერთ გუნდში! აი, ევროსეზონის სტატისტიკურ შეჯამებაში მათი ერთ გუნდში მოხვედრა პრობლემა სულაც არ არის, მით უფრო, თუ გუნდს სუპერგუნდი ჰქვია...
2014/15 წლების სეზონი ევროპაში დასრულდა. ტოპ-5-ად წოდებულ ინგლისურ პრემიერლიგაში, ესპანურ ლა ლიგაში, გერმანულ ბუნდესლიგაში, იტალიურ
სტატისტიკურ ანალიზში საიტი whoscored.com დაგვეხმარება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბუნდესლიგაში, სხვებთან შედარებით, ორი გუნდით ნაკლები თამაშობს.
სუპერგუნდი
დავიწყოთ ბოლოთი, ანუ სეზონის სიმბოლური ნაკრებით ტოპ-5 ლიგაში. სეზონის განმავლობაში, ყოველ მატჩში თითოეული ფეხბურთელი, საკუთარი თამაშის მიხედვით, შესაბამის ბალს იღებდა. სიმბოლურ ნაკრებში ფეხბურთელები საშუალო მაჩვენებლების მიხედვით მოხვდნენ. ბუნებრივია, თამაშების რაოდენობა და პოზიციებიც განსაზღვრულია. ამ ორს ერთად არასოდეს უთამაშია, თუმცა ძალიან საინტერესო კი იქნებოდა. აი, ჩვენს სიმბოლურ ნაკრებში კი გვერდიგვერდ არიან. ბუნებრივია, ლიონელ მესისა (ბარსელონა) და კრიშტიანო რონალდოზეა (რეალი) ლაპარაკი.
მათ სიღრმიდან ეხმარებიან ხამეს როდრიგესი (რეალი) და ფრანკო ვასკესი (პალერმო), ფლანგებიდან კი არიენ რობენი (ბაიერნი) და ედენ აზარი (ჩელსი). დაცვის ფლანგებზე ფრანგული ლიგის წარმომადგენლები არიან: კრისტოფ ჟალე (ლიონი) და ჯორდან ამავი (ნიცა). დაცვის ცენტრში "ვალენსიას" არგენტინელი სტოპერი ნიკოლას ოტამენდი და "ვოლფსბურგის" ბრაზილიელი მცველი ნალდო მოქმედებენ. კარში პოლონელი ლუკაშ ფაბიანსკი (სუონსი) დგას. ნამდვილი სუპერგუნდია!
თუკი მესის აქ მოხვედრისთვის საშუალო შეფასება 8,8 ბალი (10-ბალიანი სისტემით) დასჭირდა, ფაბიანსკის 7,1 ეყო. მოკლედ, მეკარე სუპერგუნდის სუსტი წერტილია. მესის შეფასება (უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ - 8,84 ბალი) 5-ვე ლიგაში, 98-ვე კლუბში საუკეთესოა.
წარმოიდგინეთ, 10-ბალიანი სისტემით სტაბილურად 9-იანზე თამაში რას ნიშნავს! ყველაზე მაღალი შეფასებით "გარეთ" დარჩენილი ფეხბურთელი კი ნეიმარია - 7,96 ბალი. რას ვიზამთ, ჩვენს გუნდში შეტევაში ორი უცხოპლანეტელი თამაშობს.
დავითვალოთ ლიგების მიხედვით - სიმბოლურში 4 ფეხბურთელი ლა ლიგიდანაა, 2-2 სამი სხვა ტურნირიდან, ხოლო იტალიიდან მხოლოდ ერთი.
საუკეთესოები
კრიშტიანო რონალდომ "რეალის" 118 გოლიდან 48 გაიტანა, რაც 41%-ია. მესიმ "ბარსას" 110 გოლიდან 43 შეაგდო, 39%. აი, იტალიის ჩემპიონატის ვეტერან თანაბომბარდირ ლუკა ტონის კი "ვერონას" 49 გოლიდან 22 აქვს გატანილი, 45% (თითქმის ნახევარი!). ამდენივე გოლი გაიტანა ნეიმარმაც, მაგრამ ეს "ბარსას" გოლების მხოლოდ 20%-ია. ტოპ-ასისტენტებში ყველას კევინ დე ბრუინმა აჯობა - ეს ბიჭი "ჩელსიმ" და ჟოზე მოურინიომ სათანადოდ ვერ დააფასეს, "ვოლფსბურგში" კი ფრთები გაშალა - მის ანგარიშზე ტოპ-5 ლიგიდან ყველაზე მოკლეში 20 საგოლე პასია - ყველაზე მეტი. 18-18 პასით გამოირჩნენ მესი და სესკ ფაბრეგასი (ჩელსი).
შინ და სტუმრად თამაშს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ისევ საუკეთესო ფეხბურთელს მივმართოთ, რომელიც "კამპ ნოუზე" კიდევ უფრო კარგად თამაშობს - 9,25 ბალი საშუალოდ. შინ გოლებით მესი რონალდოს უსწრებს - 27 25-ის წინააღმდეგ. კევინ დე ბრუინი ასისტენტებში მაინც ლიდერია - 12 პასი.
სტუმრად თამაშით მესი უკვე მხოლოდ ოდნავ სჯობს რონალდოს შეფასებებში, თუმცა გოლებით პორტუგალიელის უპირატესობა აშკარაა - 23 16-ის წინააღმდეგ. ყველაზე მეტი პასი სტუმრად სესკმა გააკეთა - 11.
რეიტინგის მიხედვით, საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. მესი 8,84
2. რონალდო 8,48
3. რობენი 8,47
4. ნეიმარი 7,96
5. აზარი 7,96
6. დე ბრუინი 7,95
7. ხ. როდრიგესი 7,85
8. ა. სანჩესი 7,81
9. რობერტო ფირმინო 7,79
10. ნალდო 7,78
ათეულში მოსახვედრად სულ ცოტა დააკლდა ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელიც 7,75 ბალით მე-11 ადგილზეა. მეორე ოცეულში არიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ლუის სუარესი, ალექსანდრ ლაკაზეტი, სერხიო აგუერო, პოლ პოგბა, გარეთ ბეილი და კარლოს ტევესი არიან. 50-ეულში ვერ მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც რობერტ ლევანდოვსკია (59-ე), დიეგო კოშტა (61-ე), ტონი კროოსი (65-ე), ბასტიან შვაინშტაიგერი (68-ე), ანდრეა პირლო (73-ე), დანი ალვეში (101-ე) და სხვები.
თამაში
38-38 თამაში (ანუ ყველა 20-გუნდიან ჩემპიონატში) 30-მა ფეხბურთელმა ჩაატარა. მათი დიდი ნაწილი მეკარეა. აქედან შეუცვლელად, ანუ 3 420 წუთი ითამაშა 13-მა ფეხბურთელმა. აქედან 8 მეკარეა. მინდვრის მოთამაშეებიდან კი სეზონის ყოველი მატჩის ყოველი წუთი მოედანზე სულ 5-მა ფეხბურთელმა გაატარა. ესენია: აარონ კრესველი (ვესტ ჰემი), აჰმედ ელმოჰამადი (ჰალი), ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი), ჯონ ტერი (ჩელსი) და დანიელე რუგანი (ემპოლი).
როგორც ხედავთ, ჟოზე მოურინიოს დაცვის წყვილისთვის მთელი სეზონის განმავლობაში ხელი არ უხლია. ლევან მჭედლიძის თანაგუნდელი რუგანის მიღწევაც თვალშისაცემია. ეს მცველი 20 წლის არის და ასაკის შეუსაბამოდ დაღვინებულია.
გოლები
კრიშტიანო რონალდომ 48 გოლი გაიტანა და "ოქროს ბუცი" მოიგო. მეორე ადგილზე ლეო მესი გავიდა 43 გოლით. მათთან ახლოსაც კი ვერავინაა, "ლიონის" ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი მესამე ადგილზე 27 გოლით გავიდა. 1. რონალდო 48
2. მესი 43
3. ლაკაზეტი 27
4. აგუერო 26
5. გრიზმანი 22
6. ტონი 22
7. იკარდი 22
8. ნეიმარი 22
9. ჟინიაკი 21
10. კეინი 21
საგოლე პასები
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ კევინ დე ბრუინს, რომელიც, სხვათა შორის, ბუნდესლიგის კოლეგებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ვერავინ აჯობა და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ბუნდესლიგაში მხოლოდ 34 ტურია. 20 საგოლე პასია ჩინებული ბელგიელის ანგარიშზე, რომელიც ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. მას 2-2 პასით ჩამორჩნენ სესკი და ლეო. 1. დე ბრუინი 20
2. ფაბრეგასი 18
3. მესი 18
4. პაიე 17
5. რონალდო 16
6. სუარესი 14
7. ხ. როდრიგესი 13
8. ნოლიტო 13
9. პასტორე 12
10. იუნუზოვიჩი 12
გოლი+პასი
ლეო მესიმ ორით მეტი საგოლე პასი გააკეთა, ვიდრე კრიშტიანო რონალდომ, მაგრამ პორტუგალიელმა 5 გოლით მეტი გაიტანა და ამ ნომინაციაშიც იმარჯვა.1. რონალდო 64
2. მესი 61
3. აგუერო 34
4. ლაკაზეტი 33
5. დე ბრუინი 30
6. სუარესი 30
მატჩის საუკეთესოები
როგორც მოგეხსენებათ, ყოველ მატჩში საიტი სტატისტიკური ანალიზით, თითოეულ ფეხბურთელს ქულებს უწერს. ასე დგება მატჩის საუკეთესო ფეხბურთელები. ყველაზე მეტჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელეს, ეს 25-ჯერ მოხდა. 1. მესი 25
2. რონალდო 17
3. რობენი 10
4. აზარი 10
5. ლაკაზეტი 8
6. სანჩესი 8
7. ანდერსონი 8
8. ვასკესი 8
9. ამავი 8
10. ტევესი 7
ყვითელი ბარათები
რამდენი ყვითელი ბარათი შეიძლება მიიღოს ფეხბურთელმა სეზონის განმავლობაში? "ესპანიოლის" ვიქტორ სანჩესმა დაამტკიცა, რომ არცთუ ისე ცოტა - ლა ლიგაში მან 18 ყვითელი ბარათი მიიღო. 1. ვ. სანჩესი 18
2. ლოპო 14
3. ჟუანი 14
4. კატერმოლი 14
5. ლილიო 14
6. გაცი 13
7. ლუკარელი 13
8. ა. გონსალესი 13
10. პარეხო 13
წითელი ბარათები
სამჯერ გააძევეს ვეტერანი მექსიკელი მცველი რაფა მარკესი (ვერონა). 2-2-ჯერ კი ძალიან ბევრი ფეხბურთელი, 31, უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ. კარში დარტყმები
"ოქროს ბუცის" მომგები კრიშტიანო რონალდო თამაშში საშუალოდ 6,4-ჯერ ურტყამდა კარში, ლეო მესი და სერხიო აგუერო მას საკმაოდ ჩამორჩებიან. 1. რონალდო 6,4
2. მესი 4,9
3. აგუერო 4,5
4. რობენი 4,2
5. იბრაჰიმოვიჩი 3,8
მნიშვნელოვანი პასები
ყველა საგოლე პასი გოლით არ სრულდება, კარგ მეპასეს, კარგი გოლეადორიც ესაჭიროება, თუმცა საიტი იმ ყველა მნიშვნელოვან პასსაც ითვლის, რომელთაც შეიძლებოდა, გოლი მოჰყოლოდა. აი, ამ მაჩვენებლით "მარსელის" გამთამაშებელ დიმიტრი პაიეს ვერავინ სჯობს. 1. პაიე 3,7
2. დე ბრუინი 3,3
3. იოზილი 3,1
4. სილვა 2,9
5. ფაბრეგასი 2,8
დრიბლიორები
დრიბლინგი, ლეო მესის მრავალ ღირსებათა შორის, ერთ-ერთი სერიოზული პლუსია, მაგრამ ამ სეზონში ორმა ფეხბურთელმა მასზე მეტჯერ მიმართა დრიბლინგს ტოპ-5 ლიგაში და, რაც მთავარია, გამოუვიდა კიდევაც.1. აზარი 4,8
2. ბელარაბი 4,7
3. მესი 4,6
4. რობენი 4,5
5. ფირმინო 4,2
ორთაბრძოლები
ორთაბრძოლების მოყვარული და მომგები "კაენის" მცველი ნგოლო კანტე ყოფილა, 24 წლის ფრანგი ამ მაჩვენებლით პირველია. ხუთეულშია დანი ალვეშიც.1. კანტე 4,8
2. ალანი 4,6
3. გონალონი 4,4
4. ბერამი 4,2
5. დ. ალვეში 4,1
პასები
ამ მაჩვენებლით ჩაბი ალონსოსთან ახლოსაც ვერავინ მივა - ის ერთადერთი ფეხბურთელია სეზონში, რომელიც საშუალოდ ასზე მეტ პასს აკეთებდა თამაშში. ხუთეულში კი მოულოდნელ გვარებს ნახავთ:1. ჩაბი ალონსო 105
2. ვერატი 91
3. ალაბა 87
4. ტ. მოტა 85
5. ი. ტურე 83
ყველაზე ცუდები
ყველაზე ცუდი რეიტინგი (მათ შორის, ვინც საკმარისად ითამაშა) აქვს "ელჩეს" შემტევ ნახევარმცველ კორომინასს - 6,08 ბალი. 1. კორომინასი 6,08
2. ბ. დიავარა 6,10
3. ბოაკიე 6,14
4. უ. ლოპესი 6,14
5. ლონგო 6,17
6. ჩუმეტრა 6,17
7. ფინბოგასონი 6,19
8. ნილსენი 6,19
9. რივიერი 6,21
10. ღეზალი 6,21
კლუბები
კლუბების სტატისტიკურ ანალიზს არ ჩავუღრმავდებით, მხოლოდ რეიტინგით 10 საუკეთესო გუნდს გაგაცნობთ. ლიგის ფინალისტი "იუვენტუსი" მხოლოდ მე-12 ადგილზეა. ბუნებრივია, აქ ჩემპიონთა ლიგის მატჩები არ არის გათვალისწინებული, მხოლოდ ჩემპიონატები. 1. ბარსელონა 7,54
2. რეალი 7,50
3. ბაიერნი 7,46
4. ვოლფსბურგი 7,38
5. არსენალი 7,38
6. ლევერკუზენი 7,34
7. პსჟ 7,34
8. გლადბახი 7,29
9. სიტი 7,29
10. ჩელსი 7,28
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"