ფიფას საიდუმლო გეგმა: 2018 წლის მუნდიალის რუსეთიდან ყატარში გადატანა!

AutoSharing Option
10 ივნისს სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა ესპანურმა გამოცემა AS-მა: ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ საიდუმლოდ სთხოვა ყატარის მთავრობას - მინიმუმ რვა სტადიონი მოამზადოს 2018 წლის ზაფხულისთვის, რათა მზად იყოს რუსეთის ნაცვლად მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის.

წყაროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ ფიფაში შიშობენ - დღის წესრიგში დადგება ტურნირის რუსეთიდან გადატანის აუცილებლობა. ამიტომაც ყატარი სათადარიგო ვარიანტად განიხილება.

ძირითადი მიზეზი, რის გამოც რუსეთს შეიძლება მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება წაართვან, უკრაინასთან კონფლიქტია.

ყატარში კომენტარი გაუკეთეს ამ ჭორებს: "რუსეთს არ წაართმევენ მსოფლიოს ჩემპიონატს, ეს არ მოხდება. მაგრამ
თუ მაინც ამგვარად განვითარდა მოვლენები, ჩვენ მზად ვიქნებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული