ნეიმარისთვის კოპა ამერიკა 2015 დასრულდა - ბრაზილიელთა იმედი მკაცრად დასაჯეს

AutoSharing Option
სავარაუდოდ, ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს კოპა ამერიკაზე ვეღარ დაეხმარება.

"ბარსელონას" ვარსკლავი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, კოლუმბიასთან მატჩის დროს არასპორტული საქციელის გამო დასაჯეს.

იმ შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ბრაზილიამ მინიმალური ანგარიშით წააგო, ნეიმარს კონფლიქტი მეტოქე გუნდის ფორვარდ კარლოს ბაკასთან მოუვიდა. ბაკას ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს და 5 ათასი დოლარით დააჯარიმეს, ნეიმარს კი, დისკვალიფიკაციასტან ერთად, 10 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.

ბაკასგან განსხვავებით, ნეიმარს აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. თუკი ბრაზილიის ნაკრების ფორვარდს დისკვალიფიკაციას არ შეუმსუბუქებენ, კოპა
ამერიკის 2015 წლის გათამაშებაში მას მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.

ბრაზილიის ნაკრებს, რომელიც ტურნირის C ჯგუფში გამოდის, II ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს, ისევე როგორც ჯგუფში მის ყველა მეტოქეს.

ასევე იხილეთ:
კოპა ამერიკა 2015. C ჯგუფი. II ტური: დუნგას სერია შეწყდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ღირსია
chiko
11:43 20-06-2015
0
არ არის რომ ღირსი ავარდნილი აქვს თავში
რატი
12:09 20-06-2015
0

სიახლეები პოპულარული