ტრანსფერ Online: ტრანსფერები და ჭორები, 23 ივნისი

AutoSharing Option
დღეიდან ვიწყებთ ახალ რუბრიკას, რომელშიც ყოველდღიურად შემოგთავაზებთ ყველა იმ ძირითად სატრანსფერო სიახლეებს, რომლებსაც ინტერნეტ-საიტები ლამის ცოცხალ რეჟიმში გვთავაზობენ. აღსანიშნავია, მათი გარკვეული ნაწილი არ მართლდება.

1-ლი ივლისიდან ოფიციალურად იხსნება ზაფხულის სატრანსფერო სეზონი. მიუხედავად იმისა, რომ იქამდე თითქმის კვირა რჩება, ევროპაში სატრანსფერო სეზონი რეალურად უკვე საკმაოდ გახურებულია.

20:43 პაველ ნედვედმა აუნაზღაურებელი დანაკლისი უწოდა კარლოს ტევესის დაკარგვას: "ტევესი შეუცვლელი იყო. ეს დიდი დანაკარგია "იუვენტუსისთვის". ის ბოლო ორი სეზონი გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ ახლა საკუთარი ოჯახის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და ეს დასაფასებელია. ახალი კარგი
ფეხბურთელებიც დავიმატეთ, რაც იტალიასა და ევროპაში წამყვან პოზიციებზე დაგვტოვებს. ახალგაზრდა მოთამაშეები ზრდის შანსს მიიღებენ", - განაცხადა ჩეხმა.

20:05 "მანჩესტერ იუნაიტედმა" 18 მილიონი ფუნტი გაამზადა ბილიას ტრანსფერზე, - ირწმუნება იტალიური გაზეთი Il Messaggero.

20:00 პეპე რეინამ დილით სამედიცინო შემოწმება გაიარა "ნაპოლიში", საღამოს კი კონტრაქტი გააფორმა.

19:50 Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ "შახტარის" მოთამაშე ლუიშ ადრიანო 2016 წლის იანვარს დაელოდება, რათა "მილანში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.

19:41 Sky Italia-ს ცნობით, პაულინიომ, შესაძლოა, "ტოტენჰემი" უოტფორდით" შეცვალოს. პოჩეტინოს სურს მოიშოროს მთელი რიგი მოთამაშეები, რომელთა შორის 26 წლის ბრაზილიელიცაა.

19:36 Daily Star-ს ერთი სიახლე აქვს "სუონსიდან": კლუბს არ სჭირდება მიჩუ და როცა ფეხბურთელი არდადეგებიდან გამოვა, ცუდი ამბავს დაახვედრებენ: ის ტრანსფერზეა დაყენებული.

18:37 ფილ ჯონსი არ დატოვებს "მანჩესტერ იუნაიტედს", რადგან თითქმის გააფორმა ახალი კონტრაქტი. Daily Mail-ის გამოთვლებით, მცველის ხელფასი კვირაში 110 ათას ევრომდე აიწევს.

18:34 Mundo Deportivo წერს: "ზენიტი" სულ მალე დაკარგავს ვიტსელს, რომელიც "ვალენსიაში" გადავა სათამაშოდ. "ღამურები" მზად არიან, ბელგიელში 20 მილიონი ევრო გადაიხადონ. "ვალენსია" მეხუთე კლუბია, რომელიც აქსელით დაინტერესდა - მანამდე იყვნენ "მილანი", "იუვენტუსი", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი".

18:11 Telegraph-ის ცნობით, "საუთჰემპტონმა" იჯარით აიყვანა "ფულჰემის" მეკარე სტეკელენბურგი, რომელიც ძირითადი გოლკიპერის, ფორსტერის დუბლიორი უნდა გახდეს.

17:17 "სუონსიმ" კონტრაქტი გააფორმა შვედ მეკარესთან, კრისტოფერ ნორდფელდტთან.

16:58 "ლივერპულმა" კონტრაქტი შესთავაზა კონოპლიანკას და Marca-ს ვერსიით, ორჯერ მეტ თანხას (7 მილიონი) იხდის უკრაინელში, ვიდრე "სევილია". ფეხბურთელის მამამ განაცხადა, რომ ახალი კლუბის შესახებ ამ კვირის ბოლოს გამოცხადდება.

16:56 "მილანი" წინადადებას ამზადებს პსჟ-ისთვის. "ინტერთან" კონდოგბიასთვის ბრძოლის წაგების შემდეგ, "როსონერი" 27 წლის ბლეზ მატუიდიზე გადაერთო. იტალიელის ფასი 24 მილიონი ევროა.

16:50 "მაინცმა" "ბაზელიდან" შეიძინა ნახევარმცველი ფაბიან ფრაი. 26 წლის შვეიცარიელმა გერმანულ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

16:39 talkSPORT წერს, რომ პსჟ "ატლეტიკოს" 20 მილიონს შესთავაზებს არდა თურანში. წვეროსან თურქზე პრეტენზიას ასევე "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" აცხადებენ.

16:13 Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ "რომა" პრეტენზიას" აცხადებს ბენტეკესა და ლუკაკუზე. რომაელები მზად არიან, დათანხმდნენ "ასტონ ვილას" მიერ მოთხოვნილი 32 მილიონი ფუნტის გადახდას, მაგრამ, ამავდროულად, ლუკაკუსკენაც იხედებიან, რომელმაც არაერთხელ გამოთქვა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის სურვილი.

15:52 მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" გაიფორმა მანდელა ეგბო "კრისტალ პალასიდან". 17 წლის ბიჭს "არწივებმა" პირველი პროფესიული კონტრაქტი შესთავაზეს, მაგრამ მან გერმანიაში გადასვლა არჩია.

15:46 არსენ ვენგერმა დაადასტურა პეტრ ჩეხის შეძენა და მიესალმა მეკარეს თავის გუნდში.

15:18 რობერტო ფირმინომ ბრაზილია კოპა ამერიკის პლეი ოფში გაიყვანა და ახლა მასზე პრეტენზიას არა მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი", არამედ "ლივერპულიც" აცხადებს. მერსისაიდელებმა 7 მილიონით გააუმჯობესეს მანჩესტერელთა 18-მილიონიანი წინადადება და ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს რობერტოს. "ჰოფენჰაიმს" კი 30 მილიონი უნდა.

15:14 Sky Sport Italia ამტკიცებს, რომ "მილანმა" თითქმის გაიფორმა მაური. არგენტინელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს D-ლიგაში გაძევებულ "პარმას". 19 წლის ხოსემ 33 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.

15:02 "დორტმუნდმა" ობამეიანგზე გრანდიოზული წინადადება მიიღო: 40 მილიონი "არსენალისგან".

14:59 "დეილი მეილი" წერს, რომ ნანი ჩემოდნებს ალაგებს და თურქეთში მიდის. "ფენერბაჰჩემ" ბოლო წინადადებით მიმართა "მანჩესტერ იუნაიტედს": 7 მილიონი ფუნტი.

14:51 ჟერარ დეულოფეუ "ევერტონში" მიემგზავრება. "ბარსელონა" ცდილობდა მისი არენდით გაშვებას, მაგრამ ფეხბურთელმა უარი უთხრა "სევილიას" და გამოაცხადა, რომ მხოლოდ სრულფასოვანი ტრანსფერით დატოვებს კლუბს.

14:46 ამბობენ, რომ დიეგო სიმეონემ მარიო მანჯუკიჩის გაყიდვის შემდეგ მაინც გადაიბირა თავის გუნდში ჯექსონ მარტინესი.

14:33 "ლივერპული" არ ეშვება "რეალს" ნახევარმცველ ილიარამენდისთან დაკავშირებით. მადრიდელებმა ერთხელ უკვე უარყვეს ინგლისელთა 9-მილიონიანი წინადადება და "წითლები" ახლა 16 მილიონს გამოდიან.

14:08 Marca წერს, რომ ოტამენდი, შესაძლოა, მართლაც გადაბარგდეს მანჩესტერში, ოღონდ არა "ოლდ ტრაფორდზე". "სიტი" მზად არის, არგენტინელში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს. არჩევანი თავად მოთამაშეზეა.

14:00 "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნემ და დე ხეას სავარაუდო შემცვლელმა უგო ლორისმა ზეპირი თანხმობა განაცხადა "ტოტენჰემიდან" "იუნაიტედში" გადასვლაზე - თუ ეს უკანასკნელი 18 მილიონ ფუნტს გადაიხდის.

13:52 AS წერს, რომ სერხიო რამოსი უკვე რამდენიმე თვეა ინგლისურ ენას სწავლობს. იტყობინებიან, რომ "იუნაიტედი" მზად არის, 30 მილიონი გადაიხადოს მცველში - ზუსტად იმდენი, რამდენის დახარჯვასაც აპირებს "რეალი" დე ხეასთვის.

13:51 "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" იბრძვიან "ბურსას" 18 წლის თურქისთვის, ენეს უნალისთვის, რომელმაც 35 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

13:06 "შალკემ" გაიფორმა "მაინცის" ნახევარმცველი იოჰანეს გაისი. გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრმა და საჯარიმოების ოსტატმა უნდა გააძლიეროს გელზენკირხენელთა შუა ხაზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული