ზეპ ბლატერი: ყატარი მე არ ამირჩევია, სარკოზის მოჰკითხეთ

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ არანაირი შეხება არ აქვს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევასთან.

შვეიცარიელმა ჩინოვნიკმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია საფრანგეთის და გერმანიის პრეზიდენტების მხრიდან გავლენის მცდელობის შესახებ ჩატარებულ არჩევნებზე, რომელშიც ყატარის განაცხადმა გაიმარჯვა.

"ბატონები - სარკოზი და ვულფი ცდილობდნენ ზეწოლას საკუთარ წარმომადგენლებზე, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ. ამიტომაც ჩატარდება 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში.

მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, უნდა აიღონ კიდეც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. თუ აღმასკომის წევრთა უმრავლესობას სურს, რომ მუნდიალი ყატარში
გაიმართოს, იძულებული ვარ, მათ დავეთანხმო. შეხედეთ გერმანულ კომპანიებს! Deutsche Bahn-ს, Hochtief-სა და ბევრ სხვას უკვე ჰქონდათ პროექტები ყატარში, სანამ არჩევნების შედეგები გამოცხადდებოდა.

მეშინია თუ არა ჩემი მოღვაწეობის შესახებ ამერიკელთა გამოძიების? ყველას რაღაცის ეშინია, მაგალითად, სიკვდილის, მაგრამ იმასთან დაკავშირებით, რასაც ფიფაში ვაკეთებდი, შიში არ გამაჩნია. პირიქით, მეშინია, რომ მათ სურთ, ზიანი მიაყენონ ფიფას, ყველაფერს, რასაც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობისას მივაღწიე.

რატომ არ ჩავედი კანადაში ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე დასასწრებად? არ მექნება სარისკო მგზავრობები იქამდე, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა", - განაცხადა ბლატერმა The Associated Press-თან ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული