"ფეხბურთის მეფე" პელეს სან-პაულუს საავადმყოფოში ხერხემალზე ოპერაცია გაუკეთეს

AutoSharing Option
სან-პაულუში, ალბერტ აინშტაინის სახელობის კლინიკაში "ფეხბურთის მეფე" პელეს ხერხემალზე ოპერაცია გაუკეთეს.

როგორც ირკვევა, სამედიცინო დაწესებულებაში პელე უკვე ხუთი დღეა იმყოფება, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. სავარაუდოდ, 74 წლის ბრაზილიელი ჰოსპიტალს ორშაბათს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში პელეს  პროსტატის ოპერაცია ამავე კლინიკაში გაუკეთეს, თუმცა მაშინ სიმსივნის კვალს ვერ მიაგნეს.

74 წლის პელე ფიფას მიერ XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პროფესიულ კარიერაში ჩატარებულ 1363 მატჩში მან 1281 გოლი გაიტანა და ის ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთია, ვისაც მსოფლიოს ჩემიონატი სამჯერ
აქვს მოგებული.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული