სეზონისწინა საზაფხულო ტურნირის, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ჩრდილოამერიკულ ჯგუფში პირველ ტურის სამი მატჩი გაიმართა.
ჩვენი დროით გამთენიისას, ამერიკულ ტურნეში მყოფმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "სან ხოსე ერტკვეიკსი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა, "პარი სენ-ჟერმენმა" ფლორენციის "ფიორენტინას" 4:2 მოუგო, ხოლო "ბარსელონამ" "ლოს ანჯელეს გელექსს" სძლია - 2:1.
* * *
"ბარსელონა"-"გელექსის" შეხვედრა სტადიონ "როუზ ბოულზე" გაიმართა. ანგარიში კატალონიელებმა პირველი ტაიმის მიწურულს, ლუის სუარესის (45-ე წუთი) გოლით გახსნეს. "ბარსელონას" უპირატესობა ორბურთიანი 56-ე წუთზე სერხი რობერტომ გახადა, ამერიკელებმა კი საბოლოო ანგარიში მსაჯის და კიდევ, ერთმანეთი გულიანად მოიკითხეს "ლივერპულში" ყოფილმა თანაგუნდელებმა, სუარესმა და სტივენ ჯერარდმა.
* * *
"ავაია სთედიუმზე" ლუი ვან გაალის გუნდი ხუან მატასა (32) და მემფის დეპაის (37) გოლებით დაწინაურდა. სხვაობის შემცირება "სან-ხოსემ" შესვენებამდე ფატაი ალაშეს (42) გოლით კი შეძლო, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა მანჩესტერელებისგან კიდევ ერთი მიიღეს - 61-ე წუთზე ანდრეს პერეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
* * *
ექვსი გატანილი გოლი იხილა "რედ ბულ არენაზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა. პარიზელებმა პირველი ტაიმი ბლეზ მატიუდისა (35) და ჟან-კევინ ოგუსტენის (41) გოლებით მოიგეს. სხვაობის შემცირება მე-60 წუთზე "ფიორენტინამ" ხოაკინ სანჩესის გოლით მოახერხა, თუმცა შემდეგ კიდევ ორი გაუშვა - 69-ეზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა, 75-ზე კი ოგუსტენმა დუბლი მიითვალა.
საბოლოო ანგარიში ჯუზეპე როსიმ 79-ე წუთზე, 11-მეტრიანით დააფიქსირა.