საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: "ბარსელონამ", "მანჩესტერ იუნაიტედმა" და პსჟ-მა მოიგეს

AutoSharing Option
ფოტოზე: სუარესმა და ჯერარდმა ერთმანეთი გულიანად მოიკითხეს
სეზონისწინა საზაფხულო ტურნირის, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ჩრდილოამერიკულ ჯგუფში პირველ ტურის სამი მატჩი გაიმართა.

ჩვენი დროით გამთენიისას, ამერიკულ ტურნეში მყოფმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "სან ხოსე ერტკვეიკსი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა, "პარი სენ-ჟერმენმა" ფლორენციის "ფიორენტინას" 4:2 მოუგო, ხოლო "ბარსელონამ" "ლოს ანჯელეს გელექსს" სძლია - 2:1.

* * *
"ბარსელონა"-"გელექსის" შეხვედრა სტადიონ "როუზ ბოულზე" გაიმართა. ანგარიში კატალონიელებმა პირველი ტაიმის მიწურულს, ლუის სუარესის (45-ე წუთი) გოლით გახსნეს. "ბარსელონას" უპირატესობა ორბურთიანი 56-ე წუთზე სერხი რობერტომ გახადა, ამერიკელებმა კი საბოლოო ანგარიში მსაჯის
მიერ კომპენსირებულ დროში, ტომი მაიერის (90+1) გოლით დააფიქსირეს.

და კიდევ, ერთმანეთი გულიანად მოიკითხეს "ლივერპულში" ყოფილმა თანაგუნდელებმა, სუარესმა და სტივენ ჯერარდმა.

* * *
"ავაია სთედიუმზე" ლუი ვან გაალის გუნდი ხუან მატასა (32) და მემფის დეპაის (37) გოლებით დაწინაურდა.

სხვაობის შემცირება "სან-ხოსემ" შესვენებამდე ფატაი ალაშეს (42) გოლით კი შეძლო, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა მანჩესტერელებისგან კიდევ ერთი მიიღეს - 61-ე წუთზე ანდრეს პერეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

* * *
ექვსი გატანილი გოლი იხილა "რედ ბულ არენაზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა.

პარიზელებმა პირველი ტაიმი ბლეზ მატიუდისა (35) და ჟან-კევინ ოგუსტენის (41) გოლებით მოიგეს. სხვაობის შემცირება მე-60 წუთზე "ფიორენტინამ" ხოაკინ სანჩესის გოლით მოახერხა, თუმცა შემდეგ კიდევ ორი გაუშვა - 69-ეზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა, 75-ზე კი ოგუსტენმა დუბლი მიითვალა.

საბოლოო ანგარიში ჯუზეპე როსიმ 79-ე წუთზე, 11-მეტრიანით დააფიქსირა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შემოეჭამა თუ შემოეგლიჯა უძლიერესი თავდამსხმელია სუარესი
gabo dzia
20:01 22-07-2015
0
კიდევ კარგი რომ არ შემოეჭამა
zviadi
15:39 22-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული