შემთხვევითი არ არის, რომ ლიდერებში პორტუგალიური კლუბები, "ბენფიკა" და "პორტუ" არიან. წლების განმავლობაში ამ კლუბებმა ყველაზე მომგებიანი გუნდების სახელი მოიხვეჭეს.
11. ფრაიბურგი (გერმანია)
ფეხბურთელების ყიდვაში ამ ზაფხულს 4,13 მილიონი ევრო დახარჯეს. ტრანსფერებით კი 25,8 მილიონი ევრო იშოვეს. გუნდი გასულ სეზონში გავარდა გერმანული ბუნდესლიგიდან. "ფრაის" ლიდერებმა მეორე ბუნდესლიგაში თამაში აღარ ინდომეს.გუნდიდან წავიდნენ მეკარე რომან ბურკი, ფორვარდი ადმირ მეჰმედი,
10. ლილი (საფრანგეთი)
დახარჯეს 9,9 მილიონი ევრო და კლუბის შემოსავალმა 35,25 მილიონი ევრო შეადგინა. გუნდმა სარფიანად გაყიდა 20 წლის მალელი ტალანტი, ადამა ტრაორე. "ასტონ ვილაში" გადავიდა ნახევარმცველი იდრისა გეიე.განსაკუთრებით იმოქმედებს გუნდის სათამაშო პოტენციალზე გამოცდილი დანიელი მცველის, სიმონ კიაერის გადასვლა თურქულ "ფენერბაჰჩეში", რომელიც გასულ სეზონში "ლილის" დაცვის ბურჯი იყო.
9. საუთჰემპტონი (ინგლისი)
გასავალი - 27 მილიონი ევრო, შემოსავალი 52,7 მილიონი. გასულ სეზონში, ზუსტად ამ დროს "საუთჰემპტონს" მეტი მოგება ჰქონდა, მაგრამ საქმე ცუდად არც ახლაა. ნათანიელ კლაინი "ლივერპულში" წავიდა, მორგან შნედერლინი კი - "მანჩესტერში".ამან თითქოს, გუნდი უნდა დაასუსტოს, თუმცა წინა სეზონში "წმინდანებმა" უდიდესი დანაკლისი განიცადეს და ამის მიუხედავად, მაინც ძალიან კარგად ჩაატარეს პრემიერლიგა.
8. პალერმო (იტალია)
დახარჯეს 6,9 მილიონი ევრო და შემოუვიდათ 33 მილიონი. "პალერმოსათვის" სარფიანზე სარფიანი იყო "იუვენტუსთან" გარიგება. "ბებერმა ქალბატონმა" არგენტინელი ფორვარდი, პაულო დიბალა წაიყვანა.არა უშავს - "პალერმო" კვლავ იპოვის უნიჭიერეს სამხრეთამერიკელს და მერე სარფიანად გაყიდის მას რომელიმე გრანდში. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ გუნდში აღიზარდა "სენ ჟერმენის" არგენტინელი ვარსკვლავი ხავიერ პასტორე.
7. პსვ (ჰოლანდია)
ჰოლანდიელებმა 18,1 მილიონი ევრო დახარჯეს. შემოსავალს კი ნუღა იკითხავთ - 51 მილიონი ევრო!. "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა მემფის დეპაი, ჯორჯინიო ვეინალდუმი კი მომავალ სეზონში "ნიუკასლისათვის" გაირჯება.ეჭვგარეშეა - ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელის დაკარგვა "ეინდჰოვენს" მნიშვნელოვნად დაასუსტებს. არადა, ჰოლანდიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშოს.
6. ჰოფენჰაიმი (გერმანია)
დახარჯეს 16,1 მილიონი ევრო და მიიღეს 53,05 მილიონი. თან გერმანელებმა ეს ისე მოახერხეს, რომ შემადგენლობა არ დაუსუსტებიათ. მართალია, მათ ლივერპულში გაყიდეს მთავარი ვარსკვლავი, ბრაზილიის ნაკრების წევრი რობერტო ფირმინო, მაგრამ სამაგიეროდ, გუნდმა გადაიბირა რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი - შერი, კარადაბეკი, უტი, შმიდტი..."ჰოფე", სავარაუდოდ, არც მომდევნო სეზონში უღალატებს თავის სათამაშო სტილს და ერთ-ერთი ყველაზე შემტევი გუნდი იქნება ბუნდესლიგაში.
5. უდინეზე (იტალია)
გასავალმა 5,7 მილიონი ევრო შეადგინა, შემოსავალმა კი - 46 მილიონი. ამ გუნდის მთავარი საქმიანობა ფეხბურთელების სარფიანად გაყიდვაა. "უდენეზემ" საბოლოოდ გაასხვისა "იუვენტუსში" აქამდე იჯარით გაშვებული რობერტო პერეირა. "ნაპოლიში" ითამაშებს ფორვარდი ალანი, ხოლო მურიელი - "სამპდორიაში".უდინელები დანაკლისს ჩვეულებისამებრ შეავსებენ - იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც მათ სხვადასხვა გუნდში ჰყავთ განათხოვრებული. მათი რიცხვი კი მცირე ნამდვილად არ არის.
4. ასტონ ვილა (ინგლისი)
დახარჯეს 23,5 მილიონი და იშოვეს 64,7 მილიონი. ინგლისურ ლიგაში ჯერჯერობით სწორედ ბირმინგემელებმა მოიგეს ყველაზე მეტი თანხა. მათ "ლივერპულში" გაყიდეს ნახევარდაცვის ლიდერი რაიან დელფი. ამავე გზას დაადგა ფორვარდი კრისტიან ბენტეკე.წესით, "ასტონ ვილა" მომავალ სეზონში გაცილებით სუსტი უნდა იყოს, ვიდრე ადრე.
3. შახტარი (უკრაინა)
46 მილიონი ევრო ისე გამოიმუშავეს, რომ ცენტიც კი არ დაუხარჯავთ. სარფიანად გაყიდეს ბრაზილიელი ლიდერები და მხოლოდ ახალგაზრდა უკრაინელები შეიმატეს. ამასთან ერთად, იჯარიდან დაიბრუნეს ხორვატი ბრაზილიელი ედუარდო. წასულებზე ერთხელაც ვთქვათ: დუგლაშ კოშტა "ბაიერნში" ითამაშებს, ლუის ადრიანო "მილანისათვის" გაიტანს, ფერნანდო კი "სამპდორიაში" იჩაუქებს.
ამის მიუხედავად, დონეცკურ კლუბში მაინც დარჩა კვალიფიციურ ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი, მათ შორის, ბრაზილიელები.
2. პორტუ (პორტუგალია)
დახარჯეს 26,5 მილიონი, მიიღეს 90,7 მილიონი. ორი მთავარი ტრანსფერი - მადრიდის "რეალში" წავიდა დანილო, ჯექსონ მარტინესი კი - მადრიდის "ატლეტიკოში". მთავარი შენაძენი იკერ კასილიასია. საკითხავი ისაა, ვინ შეცვლის მარტინესს თავდასხმაში.ბენფიკა (პორტუგალია)
9,2 მილიონი დახარჯეს და სალარო 85,2 მილიონი ევროთი შეავსეს. კლუბმა კანსელო, როდრიგო და გომეში საბოლოოდ გაასხვისა "ვალენსიაში". ასევე, 15 მილიონი მიიღო ივან კავალეროში.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"