"ფორბსის" მონაცემებით, 63 წლის მონ-ჯუნის ქონება 1,2 მლრდ აშშ დოლარად ფასდება.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ახალი პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ფიფას ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა იოზეფ ბლატერმა ივნისში თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, რასაც წინ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ისტორიაში უმსხვილესი კორუფციული სკანდალი უძღვოდა.
"თუკი ამირჩევთ, ჩემი საქმიანობა მდიდრულ ოფისში სიცოცხლით ტკბობით არ შემოიფარგლება. ჩემი საქმე ცვლილებები იქნება",
მანამდე საკუთარი კანდიდატურა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ წამოაყენა. სამხრეთკორეელმა მასზეც ილაპარაკა:
"მას ძალიან გაუჭირდება მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. პლატინი ფიფას ამჟამინდელი სტრუქტურების მხარდაჭერით სარგებლობს. პლატინი - ამჟამინდელი სისტემის პროდუქტია".
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არჩევნებში მხარდაჭერას პლატინისთვის აპირებს.