კეჟმანმა ევროპას ხელი დაუქნია

AutoSharing Option
ერთ დროს ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ უძლიერეს ფორვარდად მიჩნეული მატეა კეჟმანი კარიერას არც მეტი და არც ნაკლები, ჰონკონგურ "საუთ ჩაინაში" გააგრძელებს. არადა, სერბი ჯერ მხოლოდ 31 წლისაა და რომ არა ჭირვეული ხასიათი და დისციპლინასთან მწყრალი დამოკიდებულება, კიდევ დიდხანს იქნებოდა ჩვენი ყურადღების ცენტრში.

ჰონკონგზე რა გითხრათ და კეჟმანი კარიერის უდიდესი ნაწილი ძალიან საინტერესო იყო. საფეხბურთო საზოგადოებამ იგი ბელგრადის "პარტიზანიდან" გაიცნო, რასაც "ეინდჰოვენში" გატარებული ოთხი წარმატებული სეზონი მოჰყვა. ამის შემდეგ კეჟმანი სახელიან კლუბებს პანტაპუნტით იცვლიდა, მაგრამ განსაკუთრებული კვალი ვერც ლონდონის "ჩელსიში" დატოვა, ვერც
მადრიდის "ატლეტიკოში", ვერც სტამბულის "ფენერბახჩეში" და ვერც სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში". ბოლოს იგი "პარი სენ ჟერმენში" ასპარეზობდა და მაინცდამაინც ვერც ფრანგებს გამოადგა.

"აქამდე მთელი კარიერა ევროპაში გავატარე, ახლა კი ახალი გამოცდილების მიღება მსურს. "საუთ ჩაინაში" თამაშის პერსპექტივა ძალიან მხიბლავს და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ამ კლუბს გამოვადგე. ზამთრის განმავლობაში კარგ ფორმაში შევედი, სათამაშოდ და გასატანად ისევ მზად ვარ", - ამბობს კეჟმანი და ციტატის დასაწყისში მოყვანილი მისის სიტყვების გულწრფელობაზე თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული