ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 4 აგვისტო

AutoSharing Option
13:00 ესპანურ AS-ს მიაჩნია, რომ დენის ჩერიშევი ინგლისში მიდის სათამაშოდ. "არსენალი" რუსული ფეხბურთის მთავარ იმედში 21 მილიონ ევროს იხდის - იმდენს, რამდენსაც "ლივერპული". ახლა ჯერი "რეალის" ხელმძღვანელობასა და რაფა ბენიტესზეა.

13:24 "მანჩესტერ იუნაიტედმა" სერხიო რამოსიდან ყურადღება "რეალის" მეორე მცველზე - პეპეზე გადაიტანა, რომელსაც მადრიდელები კონტრაქტს აღარ გაუგრძელებენ.

13:33 პოლ პოგბას უმცროსი ძმა - მატიასი "სელტიკში" გადავიდა სათამაშოდ.

13:43 "საუთჰემპტონმა" უკვე მოიფიქრა, როგორ შეცვალოს მორგან შნედერლენი. "შალკეს" ნახევარმცველი ლეონ გორეტცკა 15 მილიონი ევრო ღირს, რაც მისაღები თანხაა.

13:46 კიევის "დინამოს" ფორვარდი
დიომერსი მბოკანი ინგლისში მიემგზავრება. ფორვარდით "ნორვიჩია" დაინტერესებული. უკრაინელებმა ფეხბურთელი 8.5 მილიონად შეაფასეს.

13:54 ახალგაზრდა უკრაინელი მარიან შვედი "კარპატიდან" "სევილიაში" გადავიდა.

14:03 "ფლუმინენსეს" ნახევარმცველი ჟერსონი "რომასა" და "ბარსელონას" შორის აკეთებდა არჩევანს და საბოლოოდ, კატალონიური გრანდი აირჩია.

14:10 "სენტ ეტიენის" შემტევმა ნახევარმცველმა მაქს გრადელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა "ბორნმუთში".

14:17 დენი როუზი "ტოტენჰემიდან" - სათადარიგო ვარიანტია "ჩელსისთვის". განაპირა მცველი "არისტოკრატებში" გადავა იმ შემთხვევაში, თუ "ჩელსი" ვერ მოელაპარაკება აუგსბურგელ რაჰმან ბაბას. როუზის ფასი 21 მილიონი ევროა.

14:23 ლუის ენრიკემ გამოაცხადა, რომ პედროს შენარჩუნების სურვილი აქვს. "პედრო - უმაღლესი დონის ფეხბურთელია და როგორც მწვრთნელს, მინდა ის ჩვენთან დარჩეს. მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. ფეხბურთელებს შეუძლიათ კლუბის დატოვება, თუ ერთ-ერთ მხარეს სურს ამის გაკეთება, მაგრამ ამ მომენტისთვის, ჩვენ არ ვფლობთ ასეთ ინფორმაციას".

14:34 გიოქჰან ინლერი "ნაპოლიდან" "ლესტერში" გადადის, სადაც მას კლაუდიო რანიერი უხმობს.

14:34 კევინ-პრინს ბოატენგმა "სპორტინგში" გაიარა სამედიცინო შემოწმება.

15:13 ლატვიელი არტიომს რუდნევსი, რომელმაც ბუნდესლიგაში 22 გოლი გაიტანა, საბერძნეთის პაოკ-ში გადავიდა.

15:18 "ვესტ ჰემს" სამი კვირით გამოაკლდა ენერ ვალენსია. ლონდონელები მის შემცვლელად მოიაზრებენ რაულ ხიმენესს "ატლეტიკოდან", ჟან-კრისტოფ ბაებეკს პსჟ-დან და ჩარლი ოსტინს "ქუინზ პარკიდან".

15:34 ტიაგო მოტა არ დატოვებს "პარი სენ-ჟერმენს". მართალია, ლორან ბლანმა გამოუცხადა ფეხბურთელს, რომ მას შეუძლია წასვლა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს და შეთანხმდნენ, რომ მოტა არსად არ მიდის. შეგახსენებთ, რომ ამ მოთამაშის თაობაზე პარიზელებს "ატლეტიკომ" მიმართა.

16:14 ალექსანდრ ლაკაზეტი მაინც წავა "ლიონიდან", ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პერსპექტივის მიუხედავად. მთავარი მწვრთნელი უბერ ფურნიე განცვიფრებულია ფეხბურთელის საქციელით. როგორც ჩანს, ფორვარდმა შეიტყო "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" მხრიდან ინტერესის შესახებ და თითქმის არ ვარჯიშობს.

17:09 ისკომ, შესაძლოა, ისევ წაიმუშაოს მანუელ პელეგრინისთან. "რეალის" ნახევარმცველმა თითქოს მიიღო საკონტროლო მატჩებში სათამაშო დრო, მაგრამ მაინც შეიძლება წავიდეს "მანჩესტერ სიტიში".

17:12 "ჰალ სიტის" ფორვარდი დამე ნ'დოიე შოთა არველაძესთან "ტრაბზონში" მიდის.

17:14 ოფიციალურად დადასტურებული გარიგება: ჩუბა აკპომი "არსენალიდან" იჯარის წესით გადავიდა "ჰალ სიტიში".

17:21 "ლივერპულის" ფორვარდს, ფაბიო ბორინის აქვს შანსი, კარიერა "ფიორენტინაში" გააგრძელოს. ფლორენციელებმა მარიო გომესი გაუშვეს და მისი შემცვლელი სჭირდებათ.

17:41 "მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ, შესაძლოა, მექსიკის ნაკრები ჩაიბაროს. მიგელ ერერას გათავისუფლების შემდეგ ადგილობრივი ფედერაცია ახალ მწვრთნელს ეძებს და დღეს შეხვდება მონტერეიში არგენტინელ სპეციალისტს.

17:46 "ბარსელონას" აღზრდილი ადამა ტრაორე მაინც წავიდა ინგლისში. ოღონდ მან სამედიცინო შემოწმება არა "ლივერპულში", არამედ "ასტონ ვილაში" გაიარა.

17:53 "პორტუს" მარცხენა მცველი ალექს სანდრო ახლოსაა კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებასთან. გარიგების დეტალები უცნობია. შეგახსენებთ, რომ სანდროს კონკრეტული წინადადება ჰქონდა "იუვენტუსისგან".

17:57 ვეტერანმა ბერძენმა გეორგიოს სამარასმა "სამპდორიასთან" გააფორმა კონტრაქტი. გასული წლის ზაფხულში ის "სელტიკიდან" "ვესტ ბრომვიჩში" გადავიდა, თებერვალში "ალ ჰილალში" გაემგზავრა, ახლა კი იტალიაში ამოჰყო თავი.

18:05 გონსალო იგუაინმა უარი განაცხადა "ნაპოლისთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე. შეთავაზება უცნაური იყო - 2018 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულება მხოლოდ ერთი წლით უნდა გაგრძელებულიყო.

18:08 მოსკოვის "დინამომ" მატიო ვალბუენას შემდეგ ბალაჟ ჯუჯაკიც გაუშვა. უნგრელმა "ინტერში" უნდა გააგრძელოს კარიერა.

18:24 "აუგსბურგმა" "კარლსრუედან" 3.8 მილიონ ევროდ შეიძინა მარცხენა მცველი ფილიპ მაქსი. ეს ხომ არ ნიშნავს გუნდიდან ბაბას წასვლა?

18:27 ფორვარდი სამუელე ლონგო "ინტერიდან" "ფროზინონეში" გადავიდა.

18:46 ხავიერ ერნანდესმა "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რეალი", შესაძლოა, "ვესტ ჰემში" გაცვალოს. ტრანსფერის თანხა - 17 მილიონი ევროა.

19:09 კეილორ ნავასს მობეზრდა "რეალში" ცოტა სათამაშო დრო. თუ მადრიდელები მაინც იყიდიან "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დავიდ დე ხეას, მეკარე დატოვებს "სამეფო კლუბს".

19:10 Sky Sports-ი ამტკიცებს, რომ ბოსნიელმა ფორვარდმა ედინ ჯეკომ უკვე მოაწერა ხელი "რომასთან" კონტრაქტს.

19:19 კიდევ ერთი დასრულებული გარიგება: დავიდე ასტორიმ "კალიარიდან" "ფიორენტინასთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი.

19:30 მზა ტრანსფერი: "მარსელმა" ხელშეკრულება გააფორმა "ნიუელს ოლდ ბოისის" 27 წლის მცველთან, მილტონ კასკოსთან. ამ ფეხბურთელს ერთი მატჩი აქვს ჩატარებული არგენტინის ნაკრებში.

19:49 "ნიუკასლმა" აიყვანა "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ჯესი ლინგარდი. სტივ მაკლარენს ძალიან უყვარს ეს ფეხბურთელი ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ისინი ერთად მუშაობდნენ "დერბიში.

20:20 "ჩელსიმ" ახალგაზრდა ფორვარდი დომინიკ სოლანკე "ვიტესის" ფარმ-კლუბში გაუშვა. იჯარის ვადა ერთწლიანია.

20:41 "მიდლსბრომ" 5 მილიონი ევრო მიიღო ლი ტომლინში. ფეხბურთელის ახალი კლუბია - "ბორნმუთი.

20:58 დღის ბოლო გარიგება: "რეალის" აკადემიის აღზრდილი, 19 წლის სერხიო მოლინა "სტოკ სიტიში" გადადის. კონტრაქტი სამწლიანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული