ლიონელ მესის კლანი - ვინ ვინ არის ვარსკვლავის ოჯახში

AutoSharing Option
ამ ზაფხულს ლიონელ მესის ოჯახის წევრები საზოგადოებაში გამოჩნდნენ, როცა კოპა ამერიკის ფინალის დროს ჩილეს ნაკრების გულშემატკივრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს მათ.

ამის შემდეგ რამდენიმე ხმაურიანი ინტერვიუ მისცა მესის ბაბუამ... იმისთვის, რომ გავიგოთ, ვინ ვინ არის ვარსკვლავის ოჯახურ კლანში, ლეოს გენეალოგიურ ხეს გთავაზობთ.

ანტონელა როკუცო
მეუღლე
ლეო და ანტონელა როსარიოს ერთ რაიონში იზრდებოდნენ, ხოლო მესის საუკეთესო მეგობარი ბავშვობაში როკუცოს ბიძაშვილი იყო. მაგრამ ლეომ და ანტონელამ შეხვედრა მხოლოდ 2009 წელს დაიწყეს და დღემდე ერთად არიან, თუმცა ოფიციალურ ცოლ-ქმრად არ ითვლებიან.

ტიაგო მესი
ვაჟი
დაიბადა
2012 წლის 2 ნოემბერს ბარსელონაში.

"ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა ტიაგოს დაბადების შემდეგ. თუმცა სხვანაირად ვერც იქნებოდა. დღეს ვაჟი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც კი ჩემს ცხოვრებაში არსებობს. ის არის ჩემი მოტივაცია", - აღიარა ლეომ ამასწინანდელ ინტერვიუში.

პირველი შვილის დაბადების საპატივცემულოდ, მესიმ მარცხენა ფეხზე სვირინგი გაიკეთა - ვაჟის ხელის გამოსახულებითა და სახელით.

ხორხე ორასიო მესი
მამა
როსარიოში ფაბრიკის ყოფილი მუშა ლეოს პირველი მწვრთნელი იყო (სამოყვარულო კლუბ "გრანდოლიში"), ახლა კი ვაჟის საქმეებს წარმართავს. მეუღლისგან განსხვავებით, რომელიც მეტწილად, როსარიოში, ოჯახურ პენტჰაუსში ცხოვრობს, ბევრ დროს ბარსელონაში ატარებს.

2013 წელს უფროსი მესი ეჭვმიტანილი გახლდათ გადასახადების დამალვაში. ლაპარაკი იყო 4.1 მილიონ ევროზე.

სელია მარია მესი
დედა
ყოფილი დამლაგებელი. ლეოს მეგობარი, არგენტინელი რადიოწამყვანი მარსელო რამირესი ჰყვებოდა, როგორ ატარებდა ფეხბურთელი არდადეგებს:

"ძირითადად, მას ურთიერთობა ჰქონდა დეიდებთან და ბიძებთან, ბიძაშვილებთან და ძმებთან, აგრეთვე, მეგობრების მცირე ჯგუფთან. დედამისი გააძევებს ნებისმიერს, თუ შეამჩნევს, რომ ის ცდილობს, გავლენა იქონიოს ლეოზე ან რაიმე სთხოვოს მას!".

სელია ემოციურად უყურებს ვაჟის მატჩებს ტელევიზორში - ყვირის, ტირის და ნერვიულობს.

სელია მესი
ბებია
შვილიშვილი პირველ ვარჯიშებზე დაჰყავდა. ოჯახში ერთადერთი იყო, ვისაც სურდა, ლეო ფეხბურთელი გამოსულიყო. მოგვიანებით, თავის ყველა გოლს მესი სწორედ ბებიას უძღვნიდა.

ვარსკვლავის საუკეთესო მოგონება ბავშვობიდან:

"დღე, როცა ბებია სელიამ პირველად წამიყვანა ფეხბურთზე".

ანტონიო კუჩიტინი
ბაბუა
მესის ბაბუამ დედის მხრიდან, კოპა ამერიკის შემდეგ რამდენიმე ხმაურიანი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა:

"ნაკრებში ჩემს ვაჟს იგნორირებას უკეთებენ და პასებს არ ურიგებენ"; "მწვრთნელი ლეოს მოედანზე არასწორ პარტნიორებს ურჩევს"; "ჩემი შვილიშვილი ზარმაცია და ბოლო სამი მატჩი ცუდად ჩაატარა".

საინტერესოა, რომ მესი ბავშვობაში თავის საფეხბურთო კერპებად მამას და ბაბუის მეგობარს - ხორხე კლაუდიოს ასახელებდა.

მატიას მესი
ძმა
ლეოს სამშობლოში მოგზაურობის შემდეგ ამერიკელმა ჟურნალისტმა რაიტ ტომპსონმა ასე აღწერა ვარსკვლავის შუათანა ძმა:

"მატიასი პროფესიონალ ფეხბურთელს ჰგავს - სპორტული კოსტიუმი, გელით დაყენებული თმები, დიდი ალმასები ორივე ყურზე. მისი სამუშაოა - როსარიოში VIP-ბარის მართვა".

მარია სოლ მესი
და
ადრეულ წლებში საკუთარ თავზე ასე ამბობდა: "ლეოს ვგავარ - შინ ჯდომა მიყვარს. ბედნიერი ვარ ტელევიზორთან და კომპიუტერთან".

"ტვიტერზე" პირველმა დაწერა ტიაგო მესის დაბადების შესახებ.

როდრიგო მესი
ძმა
სამ ძმას შორის ყველაზე უფროსი. ოჯახში მეტსახელი მოუძებნეს - Problemita. ასევე ცდილობდა ევროპაში ფეხბურთელის კარიერის მოწყობას, სადაც "ნიუელს ოლდ ბოისიდან" გადავიდა, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

კარიერის დასრულების შემდეგ კულინარიამ გაიტაცა. ცხოვრობს ესპანეთში და ძმას ეხმარება. კოპა ამერიკის ფინალზე სწორედ როდრიგო აპირებდა ჩილელ გულშემატკივრებთან ჩხუბს.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული