როგორი იქნება ფიფას რეფორმები, რომლებიც ორგანიზაციას მნიშვნელოვნად შეცვლის

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტობის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ისა ჰაიატუმ და ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მარკუს კატნერმა საფეხბურთო საზოგადოებას წერილით მიმართეს.

წერილში ჰაიაუ და კატნერი მოუწოდებენ საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ რეფორმებს, რომლებიც ორგანიზაციაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და გულშემატკივრების, ფეხბურთელებისა და სპონსორების ნდობას დაიბრუნებს.

ფიფას რეფორმების საკვანძო ნაბიჯებად წარმოდგენილია შემდეგი:

- მსოფლიო ფეხბურთის პოლიტიკური მხარისა და ყოველდღიური ფინანსური და საქმიანი ოპერაციების სრული და ზუსტი გამიჯვნა იმ მიზნით, რომ აცილებულ იქნას ინტერესთა კონფლიქტი. ყველა ფინანსური ოპერაცია უნდა კონტროლირდებოდეს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ.

- კონკრეტული და შეზღუდული ვადები ფიფას
საკვანძო თანამდებობებზე - არაუმეტეს სამი ვადისა (4 წელი 1 ვადა) ერთ ადამიანზე.

- ფიფას ყველა დანიშვნის შემოწმება დამოუკიდებელი ორგანოს მიერ.

- საფეხბურთო სამყაროს დიდი გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე (ფეხბურთელების, კლუბების, ლიგებისა და ასოციაციების).

"ჩვენი მიზანია, 2018 წლის მუნდიალამდე შევქმნათ სანდო, პროფესიონალური და ბოლომდე გამჭვირვალე ორგანიზაცია", - ნათქვამია წერილში.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული