შვილის თხოვნის მიუხედავად, მაკლიშს ნაბიჯიც არ გადაუდგია მესის შესაძენად, მაგრამ ისტორიამ გვანახა, რომ ჯონი მართალი იყო... ჯონი კი არა Football Manager-ი. ჯონ მაკლიშმა მამას ანდრეს ინიესტას პოტენციალის შესახებაც
მაშინ ყოველდღიურობაში ჩართული მაკლიში იხსენებს, რომ არც ერთ კლუბს, არც ერთ ასოციაციას, არც ფიფას არ ჰქონდა ისე გამართული მექანიზმი, როგორც ერთ კომპიუტერულ თამაშს, რომელიც 20 წელიწადია, ერთგულად ემსახურება ფანებს მთელი მსოფლიოდან.
ახლა ფირმა, რომელიც ამ თამაშს განაგებს, თავის ლონდონურ ოფისში ასაქმებს 1 200-მდე სკაუტს მთელი მსოფლიოდან. თამაშის ბაზას აქვს მონაცემი 650 952 ადამიანზე! აქედან 325 ათასზე მეტი ამჟამად მოქმედი ფეხბურთელი, მწვრთნელი ან კლუბის სტაფის წევრია. დანარჩენების უმრავლესობა ყოფილი ფეხბურთელია.
თამაშის პროზონა იყენებს პროგრამას, რომლითაც სარგებლობენ რეალური კლუბების ბოსები სავარაუდო სატრანსფერო აქტივობებისთვის. საბავშვო თამაში? დიდი ხანია, ასე აღარ არის.
ყველაფერი კი უელსურ შროპშირში დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, იქ ძმებმა პოლ და ოლივერ კოლიეებმა ერთ საძინებელ ოთახში შექმნეს ეს თამაში. 14 წლის წინათ მან აიყვანეს მაილს ჯეიკობსენი, რომელიც ახლა თამაშის mflobeli Sports Interactive Games-ის (SIG) ბოსია.
ახლა ამ თამაშით ათიათასობით ვარკსვლავი ერთობა მთელ მსოფლიოში. ბაფეტიმბი გომისი ჯერ კიდევ "ლიონის" წევრი იყო, როცა "ფუტბოლ მენეჯერში" "სუონსით" თამაშობდა, სადაც 2014 წელს გადავიდა კიდევაც. როდესაც გაირკვა, რომ "მენეჯერში" პოლ პოგბას კლუბი "ჩელსი" იყო, მისი "სტემფორდ ბრიჯზე" შესაძლო გადასვლაზე აგორდა ჭორი.
ახლახან "ტოტენჰემის" ანდროს თაუნსენდი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა - "ტვიტერზე" დაიპოსტა, რომ კლუბმა მას დისკვალიფიკაცია მისცა ვარჯიშზე დაგვიანების გამო. ანდროსს მოუხდა იმის ახსნა გელფრენდისთვის, თუ სად იყო იგი. არადა, სინამდვილეში ვიღაცამ "ფუტბოლ მენეჯერის" ისტორია გაასახა ნაღდ ამბად.
ოლე გუნარ სოლსკიაერს, რომელიც ახლა 42 წლისაა და "მიოლდეს" წვრთნის, "ფუტბოლ მენეჯერის" თამაშის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. "ვუყურებ რეალურ ცხოვრებაში რამდენი დადგა ნამდვილ ვარსკვლავად, ვინც თამაშისას მიყიდია და გამიყიდია", - ამბობს ნორვეგიელი.
ჯეიკობსენი, რომლის ოფისი სავსეა დიდებული ნიმუშებით, როგორიცაა როი კინის უკანასკნელი მაისურა "იუანაიტედში", კრიშტიანო რონალდოსა და ლეო მესის ხელმოწერილი მაისურები და სხვა, იხსენებს, რომ თამაშის პირველ ბაზას მხოლოდ 4 ათასი ფეხბურთელის მონაცემები ჰქონდა. იმ ბაზიდან ახლა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშობს - 39 წლის ფრანჩესკო ტოტი.
ადრე თითოეულ ფეხბურთელს მხოლოდ 20 მახასიათებელი ჰქონდა, ახლა კი ასეთი მახასიათებელი თამაშში თითოეულ ფეხბურთელზე 250-ია. ანუ ეს არის დაახლოებით 100 მილიონი ბიტი ფასდაუდებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია კი 1 200 სკაუტის დამსახურებაა.
სკაუტებს ისეთი ინსაიდერული ინფორმაციები აქვთ, რომ გაოცდებით. სამწუხაროდ, ლეგალური წინაღობების გამო მრავალი პრობლემაც წარმოიშვა. მაგალითი გერმანიაა, სადაც ოლივერ კანმა მოუგო თამაშს პროცესი და ახლა "მენეჯერს" გერმანიაში მოთამაშე ფეხბურთელების სახელების გამოყენების უფლება არა აქვს. ამიტომაც ეს თამაში გერმანიაში აღარ იყიდება.
აგრეთვე, აიკრაძალა 16-წლამდე ფეხბურთელების მონაცემების გასაჯაროება. "ფუტბოლ მენეჯერი" მთელ მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით მილიონ დისკს ყიდის, ნახევარს ბრიტანეთში.
ეს თამაში ძალიან პოპულარულია საფრანგეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, ამერიკაში, ბრაზილიაში, იტალიაში... ონლაინ ვერსიებს და პირატულ კოპიებს ხო თვლა არ აქვს. ტიპური მოთამაშე "ფუტბოლ მენეჯერს" 200 საათს თამაშობს თითეულ ვერსიაზე. დიდი ხანია, ცნობილია, რომ ეს უკვე მეტია, ვიდრე კომპიუტერული თამაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"