ინფანტინო: მსურს, მსოფლიოს ჩემპიონატზე 40-მა გუნდმა ითამაშოს

AutoSharing Option
როგორც ფიფას საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი ჯანი ინფანტინო მიიჩნევს, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 2026 წლისთვის 40-მდე უნდა გაიზარდოს.

"2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 40-მა გუნდმა უნდა ითამაშოს. ეს უნიკალური სპორტული ღონისძიებაა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და ის მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს.

თუ დამატებით 8 გუნდს მივცემთ მონაწილეობის უფლებას, ამით ამ ქვეყნის მოქალაქეებს მივცემთ შანსს, გაიზიარონ ამ ჩემპიონატის ის ხიბლი და საოცარი ემოციები, რომელიც მას მოაქვს", - განაცხადა ინფანტინომ.

შვეიცარიელის თქმით, აღნიშნული იდეა მან დაინტერესებულ მხარეებთან უნდა განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ
ფიფას არჩევნები 26 თებერვალს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული