"მესისა და რონალდოს წინააღმდეგ თამაში, როცა მათ თავისუფალი ზონა აქვთ, ძალიან რთულია.
ისინი უბრალოდ ძალიან სწრაფები არიან. ნეიმარი და მესი დაბლები არიან და შეუძლიათ სწრაფად მოტრიალება, ამიტომ ჩემნაირ მცველებს ასეთ დროს ძალიან უჭირთ.
რონალდო მაღალია, მაგრამ სისწრაფით, სიძლიერით და მეორე სართულზე ბრძოლით გამოირჩევა.
ასეთ მეტოქეებთან თამაშის დროს მუდმივად კონცენტრირებული უნდა იყო, სხვა შემთხვევაში ისინი გაიტანენ
მცველისთვის ასეთ სიტუაციებში სისწრაფე და ტექნიკა არ კმარა, ფეხბურთელი საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა იყოს.
მესი, რონალდო, ნეიმარი და სუარესი გრძნობენ, გეშინია თუ არა მათი. წამიც და გაგჭყლიტავენ. ამიტომ უნდა იცოდე, თავი როგორ წარმოაჩინო", - თქვა ბოატენგმა.
- სხვა ვერსია - რა დაემართა ბოატენგს მეორე გოლის დროს [VIDEO]
- მესის მიერ გაბითურებული ბოატენგი ფოტოშარჟების გმირი გახდა [PHOTO]
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით