თურქეთის საუკეთესო ფორვარდს პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის 4-წლიანი ციხე ემუქრება

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ ჰაქან შუქურს სოციალურ ქსელში ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და მისი ვაჟის შეურაცხყოფისთვის ციხე ემუქრება.

თურქული გამოცემა Hurriyet-ის ცნობით, სტამბოლის სასამართლოში საქმეზე მოსმენა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება, პროკურატურის ბრალდება კი 4-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

თავად 44 წლის შუქური, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკაში მოღვაწეობდა და ერთი ხანობა ქვეყნის პარლამენტის წევრიც იყო, ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ "თვითერში" დაწერილი მისი სიტყვები პრეზიდენტისა და მის ვაჟისადმი არ იყო გამიზნული.

ჰაქან შუქური თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში იტალიური გუნდების, "ინტერისა" და "პარმას", ასევე,
თურქული "გალათასარაისა" და ინგლისური "ბლექბერნის" ღირსებას იცავდა. ის თურქეთის ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 112 მატჩში გატანილი 51 გოლით.
მკითხველის კომენტარები / 2 /
axla sad amerika natos wevr qveyanashi peodalizmi romaa?chven sarwmunoebas vicav tu patriaqs ramis pirvel yopilebad gamogvacxadon
lasha
12:17 26-02-2016
0
აი დემოკრატიაც ამას ქვია
ალეკსანდრე
18:00 25-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული