ავტოავარიები ფეხბურთელებისა და მათი სუპერქარების მონაწილეობით [PHOTO]

AutoSharing Option
ავტოავარიები ფეხბურთელებისა და მათი სუპერქარების მონაწილეობით იშვიათობა არაა და ქვემოთ მსგავს გამორჩეულ ფაქტებს გავიხსენებთ.

დავიწყებთ საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი მცველის, ამჟამად ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის "ლამბორგინის" თავგადასვლით. თუმცა, უკრაინაში 2008 წელს მომხდარ ავარიაში თავად კახას ბრალი არ მიუძღვის, რადგან საჭესთან მისი მეგობარი იჯდა. ძვირად ღირებული მანქანა კი საკმაოდ დაზიანდა.

Sportall.Ge

კრიშტიანო რონალდოს "ფერარი"
კიდევ ერთი იტალიური სუპერქარი "ჯართად" პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ აქცია, რომელსაც ძვირფასი ავტომობილები და სწრაფად სიარული ჯერ კიდევ მადრიდის "რეალში" გადასვლამდე უყვარდა. ინგლისში,
მანჩესტერის ერთერთ გვირაბში, მან "ფერარი" დაამტვრია, რომლის ფასი 200 ათას ფუნტით განისაზღვრებოდა. "მანჩესტერ იუნაიტედში" ვარჯიშზე მაგვიანდებოდა და საჭე ვერ დავიმორჩიელო - ასე იმართლა მაშინ თავი კრიშტიანომ.

Sportall.Ge

ნიკლას ბენდტნერის "ასტონ მარტინი"
2009 წელს ნიკლას ბენდტნერი "არსენალის" ღირსებას იცავდა. დანიელს ლონდონური კლუბის ბაზისკენ, ვარჯიშზე მიეჩქარებოდა, მაგრამ გზა ხემ "გადაუჭრა". შედეგად, ნიკლასი გადარჩა, მცირე დაჟეჟილობებს თუ არ ჩავთვლით, აი, მისი "ასტონ მარტინი" კი, რომელიც იმხანად 160 ათას ფუნტად ფასობდა, გადასაგდები გახდა.

Sportall.Ge

ქარიმ ბენზემას "აუდი" და "ლამბორგინი"
იმავე წელს საჭის ვერდამორჩილებასთან დაკავშირებით პრობლემები ზედიზედ ორჯერ საფრანგეთის ნაკრების ფორვარდ ქარიმ ბენზემას შეექმნა. ჯერ იყო და, "რეალის" თავადმსხმელმა მადრიდში თავისი "აუდის" ჯიპი მიანარცხა ბარიერს, ერთი თვის შემდეგ კი, დაბადების დღის აღნიშვნა ქუჩის რბოლებით მოინდომა და მშვენიერი "ლამბორგინი გალარდო" ჩააბარა პატრონს...

Sportall.Ge

არტურო ვიდალის "ფერარი"
ჩილეს ნაკრების ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა გასულ "კოპა ამერიკაზე" თავი არამხოლოდ კარგი თამაშით, ხმაურიანი სკანდალითაც გამოიჩინა. ვიდალს გვერდით ცოლი ეჯდა, როდესაც თავისი "ფერარით" ორ სხვა ავტომობილს
"გაჰკრა" და გზიდან გადავარდა. მოგვიანებით არტუროს სისხლში ალკოჰოლის კვალს მიაგნეს და ამის გამო  გარკვეული დროით საპატიმროშიც ამოაყოფინეს თავი. ბოლოს ფეხბურთელმა თავისი ქცევის გამო ბოდიში მთელი ქვეყნის წინაშე მოიხადა.

Sportall.Ge

მარიო ბალოტელის "აუდი"
ავტოსაგზაო შემთხვევების გახსენება, სადაც მთავარი გმირები ცნობილი ფეხბურთელები არიან, კიდევ მრავლად შეიძლებოდა, მაგრამ თემას აქ, ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის მარიო ბალოტელის "გმირობით" დავასრულებთ. 2010 წელს, მაშინ იმედის მომცემი მარიო დიდი ამბით ჩავიდა მანჩესტერში სათამაშოდ, მაგრამ... 120-ათას ფუნტად შეფასებული "აუდით" ვერაფრით შეძლო მოძრაობის ინგლისური, მარჯვენამხრიანი წესისთვის ალღოს აღება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქინქლაძე და ფერარი რატო არაა?
შუმახერი
11:31 06-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული