კალაჩმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ავსტრალიელმა მეკარემ ჟელიკო კალაჩმა აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. გამოსათხოვარი მატჩი მან კვირას ჩაატარა, როცა მისი "სიდნეი იუნაიტედი", "ნიუკასლ ჯეტსთან" 0:2 დამარცხდა.

"სწორი გადაწყვეტილება მივიღე. როცა შენი სხეული გეუბნება, რომ დასვენების დროა, მასთან კამათი საჭირო არაა", - ამბობს 37 წლის კალაჩი.

კალაჩს ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში 54-ჯერ უთამაშია, საკლუბო კარიერაც არანაკლებ შთამბეჭდავი ჰქონდა – დაუცავს ჰოლანდიური "როდას", ინგლისური "ლესტერის", იტალიური "პერუჯასა" და "მილანის", და ბერძნული "კავალას" კარი.

მისი ყველაზე დიდი მიღწევა 2007 წელს "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული