თვითმკვლელი-ტერორისტი მილანის "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელის სახელს იყენებდა

AutoSharing Option
თვითმკვლელი-ტერორისტი ხალიდ ბაკრაუი, რომელმაც 22 მარტს თავი ბრიუსელის აეროპორტში აიფეთქა, დროდადრო მილანის "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელის, იბრაჰიმ მაარუფის სახელით სარგებლობდა.

27 წლის მოროკოელი ფეხბურთელი მაარუფი, რომელსაც ბელგიის მოქალაქეობა აქვს, "ინტერის" ღირსებას 2006-09 წლებში იცავდა.

Sky Sport-ის ინფორმაციით, კამიკაძე-ტერორისტმა ფეხბურთელის გვარ-სახელით და მასთან მსგავსებით არაერთხელ ისარგებლა. მაგალითად, ბაკრაუი 2015 წელს იტალიიდან ბელგიაში, საბერძნეთის გავლით გადავიდა, პარიზში კი ბინაც დაიქირავა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 250 კი დაშავდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ინტერი ბანძი გუნდია მეთქი?
ხომ ვამბობდი
13:53 29-03-2016
0
დოყლაპია მესაზღვრეები.:)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული