"დიეგომ დამირეკა და მითხრა, რომ ჩამოსვლის დიდი სურვილი აქვს. რასაკვირველია, უსაზღვროდ გამეხარდა და ჩემთან ერთად ფეხბურთის ან ბეისბოლის თამაში შევთავაზე, რაზეც სიამოვნებით დამთანხმდა", - თქვა ვენესუელის ოდიოზურმა ლიდერმა სატელევიზიო გამოსვლისას.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ კვირაში მარადონას უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის – იგი საკუთარ მომავალზე არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას უნდა ესაუბროს.