28 ქვეყანამ კოსოვოს უეფაში მიღებას მხარი დაუჭირა, 24 წინააღმდეგი წავიდა, კიდევ 2 ხმა კი სათვალავში არ მიიღეს. შესაბამისად, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად შევიდა უეფას შემადგენლობაში, როგორც 55-ე წევრი.
უეფას წლის ერთ-ერთ მთავარ შეხვედრაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი წარმოადგენენ. თუ რა პოზიცია დააფიქსირა კონგრესზე ქართულმა მხარემ, ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა აქამდე არ უღიარებია.
კონგრესზე ხმის მიცემის ფარული
კოსოვოს რესპუბლიკა, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოა. სერბეთი მას თავის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ტერიტორიას ვერ აკონტროლებს.
კოსოვოს ფიფაში მიღების საკითხს 12-13 მაისს, მეხიკოში გასამართ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის კონგრესზე განიხილავენ.
აფხაზეთთან და ოსეთთან კოსოვოს შედარება იმით შეიძლება რომ იქაც და აფხაზეთშიც ეთნიკური წმენდა იყო და ორივეში რუსეთი მხარე იყო. 90ნებში სერბები ყველას თავის ირგვლივ ატერორებდნენ და ევროპის შუაგულში ძაან არასტაბიურ გარემოს ქმნიდნენ. მაშინ გერამნიამ მლიონნახევარი ლტოლვილო მიიგო კოსოვოდან. ანუ ამ მხრივ თითქმის იგივე სიტუაცია იყო როგორც ეხლა სირიის ლტოლვილებზეა.. ამიტომაც მოხვდათ.