ორლანდოში, სტადიონ "სიტრუს ბოულზე" კარლოს დუნგას გუნდმა შანსი არ დაუტოვა მეტოქეს. ბრაზილიელებმა ჰაიტელების რბევა ფილიპე კოუტინიოს გოლებით (მე-14 და 29-ე წუთებზე) დაიწყეს. "ლივერპულის" ჰავბეკმა ჯამში ჰეთ თრიქი შეასრულა - მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე მესამედაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იქამდე დუბლით რენატო აუგუსტო (35-ე და 86-ე წუთებზე),
გლენდეილში პერუელებმა თამაში უკეთესად დაიწყეს და უკვე მე-13 წუთისთვის ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ. გოლებით კრისტიან კუევა (მე-5) და ედისონ ფლორესი (13) გამოირჩნენ.
მაგრამ ეკვადორმა ჯერ შესვენებამდე, ენერ ვალენსიას (39) გოლით შეძლო სხვაობის შემცირება, შესვენების შემდეგ კი მალევე - ანგარიშის გათანაბრებაც. საბოლოო ანგარიში 48-ე წუთზე მილერ ბალანიოსმა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ 93-ე წუთზე მსაჯმა ეკვადორელებს მცველი გაბრიელ აჩილიერი გაუძევა.
ბოლო ტურის წინ ჯგუფს 4-4 ქულით ბრაზილია და პერუ ლიდერობენ და პლეი ოფში გასვლის უკეთეს შანსს ფლობენ. მესამე ადგილზე 2 ქულით ეკვადორია, რომელსაც 1/4-ფინალში გასასვლელად ბოლო ტურში აუცილებლად გამარჯვება სჭირდება უმოტივაციო ჰაიტისთან (0 ქულა).
ამავდროულად, პარალელური მატჩი, ბრაზილია-პერუ ფრედ არ უნდა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობა დამატებითი მაჩვენებლებით გაირკვევა.