კოპა ამერიკა. ფინალი: ჩილე ჩემპიონია, არგენტინა მესიმ დააღალატა [VIDEO]

AutoSharing Option
წუხელ აშშ-ში კოპა ამერიკა 2016-ის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და ჩილეს ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გოლის გარეშე დასრულდა, პენალტების სერიაში კი გამარჯვება ჩილელებს დარჩათ - 4:2.

ისტ-რუტერფორდში, სტადიონ "მეტლაიფ-ნიუ-მიდოულენდსზე" ჩატარებულ შეხვედრაში მსაჯმა გუნდები კაცნაკლულნი პირველსავე ტაიმში დატოვა, ჯერ ჩილელი მარსელო დიასი გააძევა (28-ე წუთი), შემდეგ კი - არგენტინელი მარკოს როხო (43.)

აღსანიშნავია, რომ 11-მეტრიანი ნიშნულიდან გატანა ლიონელ მესიმ და ლუკას ბილიამ ვერ მოახერხეს. ჩილეს ნაკრებში გადამწყვეტი ზუსტი დარტყმა კი ფრანსისკო სილვამ შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, ჩილეს ნაკრები ისტორიაში მეორედ გახდა კოპა ამერიკის გამარჯვებული.
მკითხველის კომენტარები / 5 /
პენალტის ვერგატანისთვის არ უნდა შევაქციოთ ზურგი ფეხბურთელს.
გაგა
27 ივნისი 2016 17:22
0
ჭეშმარიტად რონალდუ ტუ მესი პასუხგაუცემელია - ფაქტია ინიესტა აკლია ლეოს ნაკრებში რაც მის სრულყოფილებას ეჭქვეშ აყენებს!
brola*
27 ივნისი 2016 13:24
0
პორტუგალია სუსტია არგენტინასტან შედარებით. მესის გაუმართლა ბარსელონაში მოხვდა,თორემ ვერაფერს მოიგებდა!
giorgp
27 ივნისი 2016 11:15
0
თქვენთვის ეგ პასუხია ხო ისედაც უკვე ცნობილი იყო, ამ ფინალის შედეგს ნუ დააბრალებთ ეხლა:)
რონალდომ რაღა მოიგო ნაკრებთან ერთად? უძლიერესია ეგაც, მაგრამ მესი მაინც სხვა განზომილებებია.
გიგლია
27 ივნისი 2016 10:32
0
რონალდო თუ მესი.პასუხი გაცემულია.
რეალი თუ ბარსა
27 ივნისი 2016 10:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული