U19. ევროპის ჩემპიონატი: ფრანგული შურისძიება პორტუგალიაზე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე 19-წლამდელთა შორის, რომელიც გერმანიაში იმართება, ფინალისტთა ვინაობა გაირკვა - 24 ივლისს ერთმანეთს იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან.

იტალიის ნაკრებმა ნახევარფინალში 2:1 დაამარცხა ინგლისი, ხოლო მეორე ნახევარფინალურ წყვილში ახალგაზრდა ფრანგებმა დიდების შური იძიეს და პორტუგალია 3:1 დაამარცხეს.

მანჰაიმში იტალიელები ორი გოლით მცველმა ფედერიკო დიმარკომ დააწინაურა. მან ჯერ პენალტი გაიტანა, შემდეგ კი - საჯარიმო. 85-ე წუთზე ალბერტო პიკიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ინგილისელებს შანსი მიეცათ, მაგრამ "აძურინის" მეტი აღარ გაუშვია და პაულო ვანოლის გუნდი ფინალშია.

იტალიის 19-წლამდელთა გუნდი ფინალში
2008 წლის მერე პირველადაა, ხოლო ტიტული გუნდმა ბოლოს 2003 წელს მოიგო.

მეორე ნახევარფინალში პორტუგალია პედრო პაჩეკომ დააწინაურა, მაგრამ მე-10 წუთზევე ლიუდოვიკ ბლაზმა გაათანაბრა. მეორე ტაიმში კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა და "ლურჯები" ფინალში გაიყვანა. ფრანგებს ორჯერ აქვთ მოგებული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი.

გაიმართა მე-5 ადგილისთვის მატჩიც, რომელიც იმით იყო საინტერესო, რომ გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ინაღდებდა (ოთხეულთან ერთად) - მასპინძელმა გერმანიამ მხოლოდ პენალტების სერიაში შეძლო ჰოლანდიის დამარცხება. შეხვედრა (120 წუთი) 3:3 დასრულდა, პენალტებში კი გერმანელებმა 5:4 იმარჯვეს და ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული