"ო ჟოგოს" ინფორმაციით, ქალაქ ფუნშალში მდებარე აეროპორტს მალე "მადეირა კრიშტიანო რონალდო" ეწოდება.
31 წლის ფეხბურთელი ამ კუნძულზე დაიბადა და "სპორტინგში" გადასვლამდე იქვე იზრდებოდა. გადაწყვეტილებას უკვე მხარი დაუჭირა კუნძულის რეგიონულმა საბჭომ. მადეირას აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო აეროპორტად ითვლება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"