ვან ბრონკჰორსტი კვირას წავა

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანმა ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა დიდი ხნის წინ თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბუცებს ლურმანზე ჩამოჰკიდებდა, ასე რომ, მუნდიალის ფინალი მის საფეხბურთო კარიერაში ბოლო ოფიციალური შეხვედრა იყო. გამოსათხოვარ მატჩს კი იგი კვირას ჩაატარებს. 35 წლის ვან ბრონკჰორსტის "ფეიენოორდი" ამხანაგურად ესპანურ "მალიორკას" შეხვდება.

"ასეთი შთამბეჭდავი კარიერის შემდეგ ჯიო კარგ გაცილებას იმსახურებს და მას დაუვიწყარ საღამოს ვაჩუქებთ", - აცხადებს "ფეიენოორდის" მთავარი მწვრთნელი მარიო ბეენი.

ვან ბრონკჰორსტმა კარიერა სწორედ როტერდამულ კლუბში დაიწყო, შემდეგ კი ისეთი ცნობილი გუნდების წევრი იყო, როგორებიც შოტლანდიური "რეინჯერსი",
ინგლისური "არსენალი" და ესპანური "ბარსელონა" არიან. მისი ყველაზე დიდი საკლუბო მიღწევა 2006 წელს "ბარსელონასთან" ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგაა.

ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში მან 106 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული