ჩემპიონთა საერთაშორისო თასი: "ბარსამ", "რეალმა" და "ჩელსიმ" მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
სეზონისწინა ამხანაგურ ტურნირში, "ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე" ჩრდილოამერიკული ჯგუფის სამი შეხვედრა გაიმართა.

3 აგვისტოს, სტოკჰოლმში, სტადიონ "ფრენდს არენაზე" "ბარსელონამ" "ლესტერ სიტის" ანგარიშით 4:2 მოუგო.

კატალონიელებმა სამი გოლი პირველსავე ტაიმში გაიტანეს - დუბლი მუნირ ელ ჰადადიმ (26-ე, 45-ე წუთები) შეასრულა, ერთი კი ლუის სუარესმა (34) შეაგდო.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 48-ე წუთზე, ინგლისის ჩემპიონთა რიგებში თავისი პირველი გოლი გაიტანა აჰმედ მუსამ, რომელმაც 66-ე წუთზე უკვე დუბლიც გაიფორმა. საბოლოო ანგარიში "ბარსელონას" რიგებში შეცვლაზე შემოსულმა რაფაელ მუხიკამ, 84-ე წუთზე დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თბილისის დროით 4
აგვისტოს, ტურნირის კიდევ ორი მატჩი აშშ-ში გაიმართა.

მინეაპოლისში, სტადიონ "იუეს ბანკზე" ლონდონის "ჩელსიმ" "მილანი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ინგლისელები ბერტრან ტრაორეს გოლით, 24-ე წუთზე დაწინაურდნენ, ჯაკომო ბონავენტურამ (38) კი მალევე გაათანაბრა. მეორე ტაიმში ოსკარმა ჯერ პენალტით (70) შეაგდო, ბოლოს კი ხუან კუადრადოს პასით (87) და ანტონიო კონტეს გუნდს მოაგებინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ისტ-ტურერფორდში, სტადიონ "მეტლაიფზე" ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" შეხვდნენ. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება ესპანელებს დარჩათ, რომელთა რიგებში ერთადერთი გოლით 79-ე წუთზე ბრაზილიელი მცველი დანილო გამოირჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩემპიონთა საერთაშორისო თასი. ჩრდილოამერიკული ჯგუფი
სატურნირო ცხრილი
ა გ თ ქ
1. პსჟ  3 9
2. ბარსელონა 2 6
3. ჩელსი 3 6
4. რეალი 3 6
5. ბაიერნი 3 4
6. ლივერპული 2 3
7. სელტიკი 2 1
8. მილანი 3 1
9. ლესტერი 3 1
10. ინტერი 2 0
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნორმალური ცხრილის გაკეთება არ შეიძლება? სვეტი სვეტს რომ ჰგავდეს. მე მრცხვენია ხოლმე
Pavle
14:45 04-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული