უეფამ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის 3 კანდიდატი შეარჩია

AutoSharing Option
2016 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის, ტრადიციულად, სამი ფეხბურთელი იბრძოლებს.

უეფას ვერსიით, ესენი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები - კრიშტიანო რონალდო და გარეთ ბეილი იქნებიან, მესამე კი "ატლეტიკოს" შემტევი - ანტუან გრიზმანი.

ჟიურიში უეფას 55 ნაციონალური ასოციაციის ჟურნალისტები შევიდნენ. ყოველმა მათგანმა სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. პირველი ადგილისთვის ფეხბურთელი 5 ქულას იღებდა, მეორისთვის - 4-ს და ა.შ. 10 საუკეთესო მეორე რაუნდში გადავიდა, საიდანაც შემდგომ 3 შეირჩა.

საუკეთესოს ვინაობა 25 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაზე გაირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული