ამას წითელი, იმას ყვითელი! აი, როგორია მსაჯის დამხმარე ვიდეოგამეორების სისტემა პრაქტიკაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აშშ-ში საფეხბურთო მატჩზე არბიტრის დამხმარე ვიდეოგამეორების სისტემა გამოსცადეს. ამის შესახებ Yahoo Sports იუწყება.

ამერიკის რანგით მესამე ლიგაში, USL-ში, "ნიუ იორკ რედ ბული II"-ისა და "ორლანდოს სიტი B"-ს შორის გამართულ შეხვედრაში, პირველად გამოსცადეს სისტემა "მსაჯის ვიდეოდამხმარე" (Video Assistant Referee VAR).

თამაშის მიმდინარეობისას არბიტრს ვიდეოგამეორების გამოყენება სულ ორ ეპიზოდში დასჭირდა. პირველად ეს 35-ე წუთზე გააკეთა, რის შემდეგაც "ორლანდოს" ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა. მეორე ეპიზოდში კი, მე-80 წუთზე, ამავე გუნდის ფეხბურთელი ყვითელი ბარათით დასაჯა.

ფეხბურთის ასოციაცების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) ვიდეოგამეორების სისტემას სატესტო ეტაპი
ჯერ კიდევ მარტში დააანონსა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული